რაფაელოს ნაზი და გემრიელი ტორტი ძალიან სწრაფად

2675

რაფაელოს ტორტი მზადდება ძალიან მარტივად, გამოდის გემრიელი ნაზი და ჰაეროვანი.

ინგრედიენტები

ბისკვიტისთვის

  • ხორბლის ფქვილი 140გ
  • კარაქი 50გ
  • შაქარი 100გ
  • გამაფხვიერებელი 2 ჩაის კოვზი
  • კვერცხი 3 ცალი
  • გახეხილი ქოქოსი 40გ

კრემისთვის

  • შაქარი 120გ
  • ნაღები 33% 200მლ
  • ნაღების ყველი 500გ
  • გახეხილი ქოქოსი 80გ

კიდევ 30გ გახეხილი ქოქოსი ზემოდან მოსაყრელად.

მომზადება

  1. დავიწყოთ ბისკვიტის მომზადება. ავთქვიფავთ მიქსერით.
  2. ჯამში ჩატეხეთ კვერცხი და მოაყარეთ შაქარი. ათქვიფეთ შაქარის გალღვობამდე.
  3. კვერცხის მასას დაუმატეთ გამღვალი კარაქი. მოაყარეთ გამაფხვიერებელი და დაიწყეთ თქვეფა.
  4. თქვეფის პროცესში დაუმატეთ გახეხილი ქოქოსი.
  5. როცა ქოქოსი კარგად გაითქვიფება შეწყვიტეთ თქვეფა.
  6. მოაყარეთ ფქვილი, ოდნავ მოურიეთ ნიჩბით და შემდეგ ათქვიფეთ მიქსერით.
  7. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით და ნიჩბის მეშვეობით ჩაასხით მასში ცომი.
  8. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 10 წუთი.
  9. მზა ბისკვიტი გამოიღეთ ღუმელიდან, გაათანაბრეთ (ზედმეტი ნაწილები მოაჭერით) და გაყავით 3 ნაწილად.
  10. მოვამზადოთ კრემი. ამისათვის ღრმა ჯამში ჩაყარეთ შაქარი, დაუმატეთ ნაღების ყველი (მე ვიყენებ მასკარპონეს).
  11. ათქვიფეთ მიქსერით შაქარის გალღვობამდე შემდეგ დაუმატეთ ქოქოსი და ათქვიფეთ ერთგვაროვნებამდე.
  12. ცალკე ჯამში ათქვიფეთ გაგრილებული ნაღები.
  13. ნაღების მასას დაუმატეთ ყველის მასა და მოურიეთ ნიჩბით. კრემი მზად არის.
  14. ავაწყოთ ტორტი. აიღეთ ბისკვიტის პირველი ფენა, მოათავსეთ თეფშზე და წაუსვით კრემი.
  15. მე ბისკვიტი გავჭერი 4 ნაწილად, მაგრამ ტორტის ასაწყობად გამოვიყენებ 3.
  16. ამ მეთოდით ააწყვეთ ყველა ფენა და მთლიანად ტორტი დაფარეთ კრემით.
  17. მოაყარეთ ქოქოსი და შენახეთ მაცივარში 4-5 საათი.

გემრიელად მიირთვით!