რატომ არის შარლოტა კეფირზე კლასიკურ ბისკვიტზე უკეთესი

1118

შარლოტას კლასიკური რეცეპტი როგორ არ შეცვალეს და ყოველ ჯერზე ნამდვილი კულინარიული შედევრი გამოდის. შარლოტა პურით, ხაჭოთი, თაფლით, მარწყვი და მთვრალი შარლოტა. ეს ცნობილი დესერტის შესაძლო ვარიანტების მთელი სია არაა. დღეს თქვენს კულინარიულ ყულაბას კიდევ ერთი რეცეპტს დავუმატებთ. თქვენს წინაშეა შინაურული შარლოტა კეფირზე.

ეს ტკბილეული სიმარტივით გამოირჩევა. ბისკვიტი წამებში მზადდება და უფრო ბევრი გამოდის, ვიდრე ჩვეულებრივი რეცეპტით. გარდა ამისა, შიგთავსის იდეაც მოგვწონს. ვაშლის ნაწილი ნამცხვრის შუაში იდება, დანარჩენი კი გასაფორმებლად გამოიყენება. შედეგად ლამაზი შარლოტა  გამოდის, რომელიც ნებისმიერ დღესასწაულზე შეგიძლიათ გამოაცხოთ.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა კეფირი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 3 კვერცხი
  • 4 ვაშლი
  • 2 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 15 მლ მზესუმზირას ზეთი

მომზადება:

1. პირველ რიგში, ღუმელი 180 გრადუსამდე გაახურეთ. 2 ვაშლი გაასუფთავეთ და შუაგული მოაშორეთ. რბილობი კუბებად დაჭერით. დანარჩენი ვაშლი ზოლებად დაჭერით. ქერქი დატოვეთ.

2. კვერცხი შაქართან ერთად ფუმფულა მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. კეფირი და სოდა დაუმატეთ. კარგად აურიეთ.

3. ცომს თანდათანობით ფქვილი დაუმატეთ. ცომს კარგად აურიეთ, რომ გოროხები არ ჰქონდეს.

4. 24 სმ დიამეტრის საცხობ ფორმას ზეთი წაუსვით. ფორმაში ნახევარი ცომი ჩაასხით და გაათანაბრეთ.

5. კუბებად დაჭრილი ვაშლის ფენა დაუმატეთ. ზემოდან დარჩენილი ცომი დაასხით და ზოლებად დაჭრილი ვაშლით გააფორმეთ.

6. ნამცხვარი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით აცხვეთ.

არომატული შარლოტა კეფირზე მზადაა. მომზადების შემდეგ აუცილებლად გააგრილეთ. დესერტი შაქრის ფხვნილით ან ქოქოსის ფანტელებით გააფორმეთ. გემრიელად მიირთვით!