რას ამზადებენ ზარმაცი დიასახლისები ვახშმად და რატომ ღირს მათგან სწავლა

950

ერთხელ, ვახშმობის დროს მეუღლემ გასაოცარი ფრაზა წარმოთქვა: „ღორის ხორცი და კარტოფილი – ბანალური, მოსაწყენი კერძი“. მსგავსი განცხადებით გაოგნებული ვიყავი, რადგან ბავშვობიდან კარტოფილი და ხორციც განსაკუთრებულად მიყვარს.

მსოფლიო ქსელში უამრავი ინფორმაციის გადახედვის შემდეგ შესანიშნავ რეცეპტს გადავაწყდი – ნავები ფენოვანი ცომით. გადავწყვიტე – შემდეგი კერძი სავახშმოდ სწორედ ასეთი იქნებოდა! სიტყვაზე, მეუღლის გაოცება შევძელი! თქვენც ოჯახის წევრები ამ ორიგინალური კერძით გაანებივრეთ.

ნავები ფენოვანი ცომით

ინგრედიენტები:

  • 1 კგ კარტოფილი
  • 400 გრ ხორცი (ძროხის, ღორის, ქათმის ხორცი)
  • 1 ხახვი
  • 150 გრ მარილიანი კიტრი
  • 500 გრ ფენოვანი ცომი
  • 1 კვერცხი
  • 50 გრ ხმელი ყველი

მომზადება:

1. კარტოფილი მოხარშეთ და პიურე მოამზადეთ.

2. ხორცი ნაჭრებად დაჭერით და ხახვის რგოლებთან ერთად ტაფაზე შეწვით.

3. კიტრი ნახევარ რგოლებად ან ზოლებად დაჭერით.

4. ცომი კვადრატებად დაჭერით და საგორავის დახმარებით გააბრტყელეთ. თითოეული ოთხკუთხედის ცენტრში ცოტა კარტოფილი, შემწვარი ხორცი და კიტრი მოათავსეთ. ცომის გვერდები განივად ჩაჭერით.

5. თითოეული მხარე ნავად შეკარით ისე, რომ ჩანაჭერი ცენტრში მოხვდეს.

6. გვერდები შეკარით და მზა ნავები პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე მოათავსეთ. კერძი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით აცხვეთ.

ნოყიერი კერძის რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.