რაზე მიგვითითებს მოხუფულ ქილაში არსებული ქაფი

1337

კონსერვაციას სახლში თითქმის ყველა დიასახლისი აკეთებს. აუცილებელია სწორად გავთვალოთ შაქარი, წყალი, შიგთავსი, რათა მივიღოთ ზუსტი კონცენტრაცია.

ზამთრისთვის კომპოტის მოხუფვასაც თავისი ცოდნა და ტექნოლოგია სჭირდება. შეცდომის დაშვების შემთხვევაში, ქილა შეიძლება დაზინდეს, გასკდეს ან შიგთავსი გაფუჭდეს.

ქაფის ფენა კომპოტში

გამოცდილი დიასახლისებიც აწყდებიან ამ პრობლემას: კომპოტის ზედაპირზე არსებული ქაფი.

ამის მიზეზი შეიძლება იყო შაქარი, რომელიც არ გაიხსნა. მაგრამ ეს საშიში არ არის.

როცა ქაფი ძალიან ბევრია, მაშინ შაქარს ვეღარ დავაბრალებთ. ეს უკვე ჟანგბადის ბრალია, რომელიც ქილაში შემთხვევით მოხვდა. ფრთხილად იყავით! შეიძლება ქილა გასკდეს და დაზიანდეთ. ასეთ შემთხვევაში, ფრთხილად გახსენით ქილა და მაში არსებული მასა ახალში გადაიტანეთ.

რამდენიმე რჩევა

1.აუცილებლად გააგრილეთ ქილები სქელი პლედის ქვეშ. მთავარია ქილები ნელა გაგრილდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ალბათობით ქილა გასკდება.

2.ეცადეთ ქილებს დააკროთ მარკირება.

3.უმჯობესია აირჩიოთ არამწიფე ბოსტნეული.

4.თუ ემალის ქვაბს იყენებთ, შეამოწმეთ, რათა არ იყოს დაზიანებული.

5.სოკოს შემთხვევაში არ არის აუცილებელი ბევრი სანელებლების გამოყენება.

6.მწნილი ბოსტნეულის გახსნილად შენახვა შეიძლება იმ შემთხვევაში თი მას თავზე მოვაყრით დაფხვნილ ჯანჯაფილს.

7.დაკონსერვებამდე თუ კიტრს დაასხამთ ცხელ წყალს, ის შეინარჩუნებს მის ბუნებრივ ფერს.

8.აუცილებლად გამოიყენეთ ნივრის მთლიანი კბილები.

9.ცხელი წყლით პროდუქტის დამუშავება პროდუქტს აშორებს მიკრობებს.

რა მოვიმოქმედოთ, რათა ქილა არ გაგვისკდეს

1.სტერილიზაციამდე ქილები გარეცხეთ სოდიანი წყლით.

2.ღუმელში სტერილიზაციისთვის დაგჭირდებათ 30 წუთი, ხოლო მიკროტალღურის შემთხვევაში – 15 წუთი. მეორე ვარიანტის შემთხვევაში ქილებში ჩაასხით ცოტა წყალი.

3.მომზადების შემდეგ ქილები გადმოაბრუნეთ და ისე მოათავსეთ სწორ ზედაპირზე.

აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რჩევენი, რათა არ დაუშვათ შეცდომები.

გემრიელად მიირთვით!