ჟელეს რულეტი. როგორ მოვამზადოთ საოცარი დესერტი ფორთოხლის არომატით

221

როცა სახლში ნატურალური ჟელეს რულეტი არის, ნაყიდი ტკბილეული უკანა პლანზე გადადის. ხელნაკეთი ტკბილეული კაშკაშა და მადისაღმძვრელი გარეგნობით, ასევე უნიკალური გემოთი გამოირჩევა. ახლა მაღაზიაში ჟელეს კანფეტები ვეღარ გაცდუნებთ.

ასეთი რულეტი ციტრუსის ან ნებისმიერი სხვა ხილის წვენიდან შეგიძლიათ მოამზადოთ. კენკრის წვენი საფუძვლად შესანიშნავად გამოგადგებათ. მთავარია, რომ ახალდაწურული იყოს.

როგორ მოვამზადოთ ციტრუსის ჟელეს რულეტი საკუთარი ხელით

ციტრუსის ჟელეს დესერტის მოსამზადებლად ფორთოხალი ყურადღებით შეარჩიეთ. სასურველია, რომ ხილს გამოხატული სიმჟავე ჰქონდეს. ამ შემთხვევაში დესერტი ძალიან ტკბილი არ გამოვა. თუ ზედმეტად ტკბილი დესერტები არ მოგწონთ, სწორედ რომ შესაფერისია.

ინგრედიენტები:

  • 200 მლ ფორთოხლის წვენი
  • 7 გ აგარ–აგარი
  • 200 გ შაქარი
  • შაქრის ფხვნილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ახალდაწურული ფორთოხლის წვენი პატარა ქვაბში ჩაასხით. საშუალო ცეცხლზე დადგით. შაქარი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. აგარ–აგარი დაუმატეთ. ყველა ინგრედიენტს აქტიურად ურიეთ.

2. ფორთოხლის ნარევი ზომიერ ცეცხლზე ერთიანი მასის მიღებამდე ხარშეთ, მუდმივად ურიეთ. დაელოდეთ, სანამ ნარევი უფრო გამჭვირვალე და წებოვანი გახდება.

3. ცხელი ნარევი მართკუთხედ ჭურჭელში გადაიტანეთ, მთელ ზედაპირზე ფრთხილად გადაანაწილეთ. ფორმა 2 საათით მაცივარში შეინახეთ.

4. გამაგრებულ ჟელეს კიდეში პერგამენტის ზოლი დაადეთ. დანით ციტრუსის ჟელე ფორმიდან გამოჭერით. მომავალ დესერტს შაქრის ფხვნილი მოაყარეთ.

5. ჟელეს პერგამენტის ზოლი მოაშორეთ. ჟელე ორ ნაწილად გაჭერით, შაქრის ფხვნილისგან თავისუფალი კიდე ორად უნდა გაყოთ.

6. რულეტი მჭიდროდ დაახვიეთ, დაშაქრული კიდიდან დაიწყეთ. ნამზადი პატარა რგოლებად დაჭერით. მზადაა.

რულეტის ფორმირებისას მათი ერთმანეთთან შეხება არ დაუშვათ, რადგან სწრაფად მიეკვრება. ასეთი რულეტების ფრთხილად მოშორება რთული მისიაა. სიტყვაზე, ფორთოხლის დესერტი შეგიძლიათ მოიმარაგოთ. ციტრუსის რულეტები ოდნავ გამოაშრეთ, ოთახის ტემპერატურაზე 1 დღე გააჩერეთ, შემდეგ ჰერმეტულ კონტეინერში მოათავსეთ და მაცივარში შეინახეთ.