პომიდვრის კვერები ტაფაზე. პურის შესანიშნავი ალტერნატივა

921

ცხელი წვნიანის გემრიელ დანამატად არა მხოლოდ ნაყიდი პურის ნაჭერი შეგიძლიათ გამოიყენოთ. შინ გამომცხვარი პომიდვრის კვერები სადილს ნამდვილ დღესასწაულად აქცევს. მაღაზიაში ნაყიდი პურის უჩვეულოდ გემრიელი ალტერნატივაა.

აღსანიშნავია, ასეთი არომატული კვერისთვის პროდუქტების მინიმალური ნაკრები დაგჭირდებათ. გაქვთ 3 პომიდორი და 2 ჭიქა ხორბლის ფქვილი? წვნიანისთვის იდეალური დანამატის მომზადება დაიწყეთ. ასეთს მაღაზიაში ვერ ნახავთ.

როგორ შევწვათ პომიდვრის კვერები

პომიდვრის ცომი ცეცხლიდან დროზე ადრე არ აიღოთ. როგორც კი ნახავთ, რომ კვერზე ყავისფერი ლაქები გაჩნდა, თეფშზე გადაიტანეთ, რადგან ეს მზაობის მაჩვენებელია.

ინგრედიენტები:

  • 3 პომიდორი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 2 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 4 ს/კ მზესუმზირის ზეთი

მომზადების წესი:

1. პომიდორი კარგად გარეცხეთ. ნაჭრებად დაჭერით. ხელის ბლენდერით ერთიანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.

2. ღრმა თასში ხორბლის ფქვილი გაცერით. მარილი დაუმატეთ. პომიდვრის პიურე ჩაასხით და ერთგვაროვნაი ცომი მოზილეთ.

3. ცომი 6 თანაბარ ნაწილად გაყავით და დააგუნდავეთ. ცომის ნამზადებს მზესუმზირის ზეთი წაუსვით. პირსახოცი გადააფარეთ. 30 წუთი ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.

4. თითოეული ცომის გუნდა თხელ ფირფიტად გააბრტყელეთ. მზესუმზირის ზეთი წაუსვით. კიდიდან ცენტრამდე ჩაჭერით. ფირფიტა სპირალივით დაახვიეთ და კიდე შეკარით.

5. ცომის სპირალი დაფაზე ბასრი წვერით ზემოთ გადააბრუნეთ. ხელით დააჭირეთ. ცომი ჩაზილეთ და პატარა ზომის კვერებად გააბრტყელეთ.

6. ტაფაზე მზესუმზირის ზეთი გააცხელეთ. საშუალო ცეცხლზე კვერები ორივე მხრიდან შეწითლებამდე შეწვით. მზადაა!

არომატული პომიდვრის კვერები კლასიკურ სალსას სოუსს იდეალურად უხდება. მის მოსამზადებლად აიღეთ 4 საშუალო ზომის პომიდორი. კარგად გარეცხეთ, შემდეგ ქაღალდით გაამშრალეთ. პომიდორი, ხახვის მეოთხედი და 1 ჩილის წიწაკა წვრილად დაჭერით. 0,5 კონა ახალი ქინძი გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. დაქუცმაცებული ინგრედიენტები აურიეთ. 1 ლაიმის წვენი მოასხით. მარილი გემოვნებით დაუმატეთ. კარგად აურიეთ. გემრიელი სალსა თბილ კვერებთან ერთად სუფრაზე გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!