პლაცინდა მოლდოვურად – კეფირის ცომით

666

მოლდავური სამზარეული ხაჭოს სიყვარულით გამოირჩევა. რძის პროდუქტები საერთოდ ძალიან უყვართ ამ რეგიონში: ხაჭო, კეფირი, ყველი აქ საკმაოდ ხშირად გამოიყენება. მოლდოვური პლაცინდებიც არ გახლავთ გამონაკლისი და სწორედ მათ მომზადებას ისწავლით ამ სტატიაშიც.

ინგრედიენტები:

  • კეფირი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • მარილი
  • 1 კილოგრამი ხაჭო
  • 1 კვერცხი
  • მწვანილი

მომზადების წესი:

1. აურიეთ ფქვილი, კეფირი, მარილი და სოდა და რბილი ცომი მოზილეთ. დაყავით ის 5 ნაწილად, დააგუნდავეთ და 30 წუთი დაასვენეთ.

2. ამ დროის განმავლობაში გულსართი მოამზადეთ. პლაცინდებს ნებისმიერი გულსართუ უხდება: კარტოფილი, კომბოსტო და აშ., თუმცა ამ შემთხვევაში მას ხაჭოსგან დავამზადებთ. ამისთის აიღეთ ხაჭო, მოაყარეთ მარილი, დაუმატეთ კვერცხი და კამა და კარგად აზილეთ.


3. თხლად გაააბრდყელეთ ცომი, ცენტრში ჩადევით გულსართი, ხოლო გვარდებზე კი 8 ადგილას ჩაჭერით.


4. ახლა საპირისპირო მხარეები ცომის ცენტრში გადაჭიმეთ. ეს ოთხჯერ უნდა გაიმეოროთ. ცომი გულსართს დაფარავს და ის აღარ გამოცნდება.


5. პლაცინდები ცხელ კარაქში, საშუალო ცეცხლზე შეწვით. ისინი ოქროსფერი უნდა გახდნენ.


6. დააცადეთ გაცივება, შემდეგ დაჭერით და სუფრაზე მიიტანეთ. შეგიძიათ ჩაისთან ან წვენთან ერთად მიირთვათ.

აი ასეთი საინტერესო დესერტი გამოვიდა. მოლდავური პლაცინდის მომზადება ძალიან იოლია და დიდ დროსაც არ საჭიროებს.