პიცის სწრაფად მოსამზადებელი უსაფუარო ცომი კვერცხისა და რძის გარეშე

5180

როცა სტუმრები უეცრად დაგადგნენ თავს, გიხსნით პიცის უსაფუარო ცომის რეცეპტი. მისი მომზადება საკმაოდ იოლია, თუ ხელთ ინსტრუქცია გაქვთ.

ამის მერე მხოლოდ სასურველი პროდუქტების გამოყენება და გამოცხობა დაგრჩებათ. ამ ცომში არ არის არც სოდა და არც საფუარი, ამიტომაც თხელი და საკმაოდ მყარი გამოდის ლავაშივით. მაგრამ პიცა ამისგან მხოლოდ იგებს, რადგან თხელი ფირფიტა საშუალებას იძლევა შიგთავსის გემოთი დატკბეთ.

ინგრედიენტები

  • 2 ჭიქა ფქვილი
  • ½ ჭიქა წყალი
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 მწიკვი მარილი

მომზადება

1. გაცერით ფქვილი ღრმა თასში.

2. თანდათანობით დაასხით წყალი.

3. დაამატეთ მარილი და ზეთი. უმჯობესია, ზეითუნის ზეთი გამოიყენოთ.

4. შეახვიეთ ცომი საკვების ცელოფანში, დატოვეთ  20-30 წუთით. ამ დროს ის ელასტიური გახდება.

5. ნახევარი საათის შემდეგ შეგიძლიათ გააბრტყელოთ 2 მმ-ს სისქეზე.

6. ცომი 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ცხვება 7 წუთში.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი საყვარელი შიგთავსი: სოკო, ძეხვი, ყველი, პომიდორი და ა.შ. ნებისმიერ შემთხვევაში უგემრიელესი პიცა გამოგივათ. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!