არცერთიგანთქმული რესტორნის პიცა ვერ აჯობებს თქვენი ხელით, სახლში მომზადებულ პიცას!
დამეთანხმებით, რომ პეპერონი პიცების მეფეა!
მისი მთავარი ინგრედიენტი ძეხვი პეპერონია, სწორედ აქედან მოდის მისი სახელწოდებაც.
ინგრედიენტები
- პეპერონი 150გ
- ხორბლის ფქვილი 200გ
- წყალი 125მლ
- მშრალი საფუარი 0,5 ჩაის კოვზუ
- მარილი გემოვნებით
- შაქარი 1,5 ჩაის კოვზი
- ზეითუნის ზეთი 2 სუფრის კოვზი
- ბაზილიკი და სანელებლები გემოვნებით
- ნიორი 3 კბილი
- შვი წიწაკა გემოვნებით
- მოცარელა გემოვნებით
- როზმარინი და ორეგანი გემოვნებით
- პომიდორი 3 ცალი
- პომიდვრის სოუსი 2 სუფრი სკოვზი
მომზადება
- დაიწყეთ ცომი სმომზადება. თბილ წყალში გახსენით საფუარი შაქართან ერთად.
- გაცერით ფქვილი და გადაურიეთ მარილს, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, საფუარი. მოზილეთ რბილი ცომი, დააფარეთ ხელსახოცი და დაელოდეთ ამოფუებას.
- პომიდორს დაასხით ცხელი წყალი და გათალეთ. დაჭერით და დააბლენდერეთ.
- ტაფაზე შეწვით ბაზილიკი, ორეგანო და როზმარინი. დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, დაქუცმაცებული ნიორი. ნივრის შეწვის შემდეგ დაუმატეთ პომიდვრის პიურე და დაელოდეთ ადუღებას.
- პასტას დაუმატეთ პომიდვრის სოუსი, ჩაის კოვზი შაქარი და მარილი გემოვნებით.
- გააბრტყელეთ ცომი თხლად. გადაიტანეთ ცხიმიან ფორმაზე. წაუსვით ცომს პომიდვრის პასტა, დაახეხეთ ყველი.
- ყველზე მოათავსეთ პეპერონი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 10 წუთი.
გემრიელად მიირთვით!