პიკანტურად დამწნილებული ქლიავი

572

სექტემბრის პიველი ნახევარი, საუკეთესო დროა ზამთრის სამზადისისთვის.

დღეს ჩვენ გასწავლით ქლიავის პიკანტურად დამწნილებას.

ინგრედიენტები

  • 2,4კგ ქლიავი
  • 1,5ლ წყალი
  • 0,5 ჩაის კოვზი დარიჩინი
  • 600გ შაქარი
  • 8 ცალი დაფნის ფოთოლი
  • 150მლ ვაშლის ძმარი
  • 16 ცალი მიხაკი
  • 8 ქილა 0,5ლ

მომზადება

1.თავდაპირველად მოამზადეთ ქილები სტერილიზაციისთვის. ქილებში ჩაასხით ცხელი წყალი, დატოვეთ 5 წუთი და შემდეგ გადაასხით წყალი.

ქლიავი გარეცხეთ გააშრეთ და გადაანაწილეთ ქილებში.

2.ქილა აავსეთ ბოლომდე ცხელი წყლით, დააფარეთ თავსაფარი. დატოვეთ ქლიავი 20 წუთი.

3.მარინადის მოსამზადებლად ქვაბში ჩაასხით 1,5ლ წყალი, მოაყარეთ დარიჩინი და შაქარი. კარგად მოურიეთ. როცა მარინადი ადუღდება, ჩაასხით ძმარი და მოურიეთ.

4.გადაასხით ქილებიდან წყალი, მასში მოათავსეთ 1-1 დაფნის ფოთოლი, 2 ნაჭერი მიხაკი. მოასხით ცხელი მარინადი.

5.დააფარეთ თავსაფარი და შეფუთეთ თბილად. 2-3 კვირის შემდეგ დამარინადებული ქლიავი მზად იქნება.

გემრიელად მიირთვით!