გაყინული პელმენი ყველას შეგვიძენია, ზოგი სახლშიც ამზადებს. მე პირადად ეს კერძი მოხარშულიც და შემწვარიც ძალიან მიყვარს.
როგორ შევწვათ გაყინული პელმენი
ამ შეკითხვის დასმისას ადამიანები ორ ჯგუფად იყოფიან: ზოგი მანამ, სანამ შეწვავს ხარშავს, ზოგიც კი უბრალოდ გაყინულს წვავს. მე გირჩევთ ორივე მეთოდი სცადოთ და თავად გადაწყვიტოთ რომელი ჯობია.
ინგრედიენტები
- 2 შეკვრა პელმენი
- მარილი, ხახვი,დაფნის ფოთოლი, მცენარეული ზეთი
- 2 ტაფა
როგორ შევწვათ გაყინული პელმენი
1.დავიწყოთ პელმენით, რომელსაც შეწვამდე მოვხარშავთ. აქ ყველაფერი მარტივია. 1ლ წყალი აადუღეთ, დაუმატეთ დაფნის ფოთოლი, მარილი და ნახევარი ხახვი. 1 შეკვრა პელმენი ჩაყარეთ წყალში. მისი ბოლომდე მოხარშვა არ არის საჭირო.
2.ნახევრად მოხარშული პელმენები გადაიტანეთ ტაფაზე. ზეთი არ უნდა იყოს ცხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი რაოდენობით ცხელი შხეფები წარმოიქმნება. ამასობაშ მოამზადეთ მეორე ტაფაც.
3.მეორე ტაფაზე მოათავსეთ გაყინული პელმენი და დაასხით ზეთი. მოაყარეთ მარილი.
4.დარჩენილი ხახვი გაჭერით შუაზე. მოგვიანებით დაუმატეთ ორივე ტაფას. ორივე ულუფა კერზს ერთნაერი რაოდენობის სანელებლები სჭირდება.
5.გაყინული პელმენისთვის მაინც მოგიწევთ ცოტა წყლის დამატება, რათა არ გაუხეშდეს.
გემრიელად მიირთვით!