ქათმის ფილე რომ უნივერსალური პროდუქტია სხვადასხა კერძებისთვის, ეს არ გახლავთ ახალი ამბავი. ქათმის ხორცი კარგია ყველაფრით: ნაზია, ადვილად მარინადდება, არ სჭირდება დამატებითი დამუშავება, შეგიძლიათ დაამატოთ სალათებში ან მიირთვათ როგორც დამოუკიდებელი კერძი.
დღეს თქვენ უდავოდ გაამდიდრებთ კულინარიულ “ყულაბას” ახალი საინტერესეო რეცეპტით. შეხედეთ, როგორ არის შესაძლებელი ხრაშუნა ქათმის რულეტების მომზადება ბოსტნეულის, ყველისა და ნიგვზის უჩვეულო შიგთავსით. ეს კერძი დამსახურებულად დაიკავებს საპატიო ადგილს სადღესასწაულო სუფრაზე.
ინგრედიენტები
- 500 გრ ქათმის ფილე
- 1 ც ხახვი
- 1 ც სტაფილო
- 100 გრ მდნარი ყველი
- 40 გრ ნიგოზი
- 1 კვერცხი
- საფანელი გემოვნებით
- ზეთი გემოვნებით
- მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
- გარეცხეთ და დაჭერით ქათმის ფილე ფენებად, კარგად დაბეგვეთ, დაუმატეთ მარილი და პილპილი.
- დაჭერით წვრილად ხახვი, გახეხეთ სტაფილო. მოთუშეთ ზეთში ჯერ ხახვი, დაუმატეთ სტაფილო და სუნელები გემოვნებით. მოთუშეთ დარბილებამდე.
- დაჭერით კუბებად მდნარი ყველი, დაუმატეთ ხახვსა და სტაფილოს, მოამზადეთ სანამ ყველი კარგად არ დადნება.
- გადაიტანეთ ღრმა თასში, დაუმატეთ დაჭრილი ნიგოზი და კარგად მოურიეთ.
- ქათმის ფილეს ფენების კუთხეებში მოათავსეთ შიგთავსი, დაახვიეთ რულეტებად. ამოავლეთ ათქვეფილ კვერცხში, შემდეგ საფანელში.
- შეწვით ტაფაზე ზეთში ორივე მხრიდან.
მზა რულეტები დაალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმის მოსაცილებლად. მიირთვით კერძი ტარტარის სოუსთან და კარტოფილ ფრისთან. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!