ხაბიზგინა უგემრიელესი, ცნობილი ოსური ხაჭაპურია. ის ტრადიციული ხაჭაპურისგან იმით განსხვავდება, რომ შიგთავსად ყველთან ერთად მოხარშულ კარტოფილს, ხახვს და ნიორს ამატებენ.
ინგრედიენტები:
ცომი
- 1 კგ ფქვილი
- 3 კვერცხის გული
- 400 მლ რძე
- 100 მლ წყალი
- 100 გ კარაქი
- 30 მლ ზეთი
- 1 ჩ.კ. მარილი
- 2 ჩ.კ. მშრალი საფუარი
გულსართი
- 600 გ გახეხილი ყველი
- 400 გ მოხარშული კარტოფილი
- 1 პატარა თავი წვრილად დაჭრილი ხახვი
- 2 კბილი ნიორი
- 2 ს.კ. ზეთი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ცომის მომზადება. ჯამში ჩაასხით თბილი რძე და დაუმატეთ წყალი.
- რძისა და წყლის ნარევში ჩაყარეთ საფუარი და კარგად გახსენით.
- გაადნეთ კარაქი ოღონდ არ აადუღოთ. რძეში გახსნილ საფუარს დაუმატეთ მარილი და გამდნარი კარაქი.
- გააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული, ცომს შეურიეთ კვერცხის გულები და სათქვეფლით კარგად აურიეთ.
- დააყარეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. მოათავსეთ თასში, გადააფარეთ ტილო და დადგით ასაფუებლად.
- როცა ცომი აფუვდება, ჩაზილეთ ზეთიანი ხელებით, კვლავ გადააფარეთ ტილო და დადგით ასაფუებლად.
- როდესაც ცომი კიდევ ერთხელ აფუვდება, ამოიღეთ თასიდან.
- ღუმელი გაახურეთ 250 გრადუსამდე.
- გულსართი. ხახვი მოშუშეთ ზეთში.
- მოხარშული და გახეხილი ყველი, შეანელეთ მარილითა და პილპილით.
- როდესაც ცომი გაფუვდება, 300-გრამიან გუნდებად დაყავით.
- თითოეული გუნდა გააბრტყელეთ მრგვალად.
- თითოეულ ფენაზე მოათავსეთ 300 გ კარტოფილისა და ყველის გულსართი და პირი მოუკარით.
- ამოატრიალეთ და გააბრტყელეთ.
- მოათავსეთ საცხობ ფურცელზე და გახურებულ ღუმელში 20 წუთი აცხვეთ.
გემრიელად მიირთვით!