ორგინალური კარტოფილის რულეტი

1570

ცივ სეზონზე კარტოფილის რეცეპტები პოპულარობის პიკს აღწევს. მაგრამ თუ რეცეპტს არ გაამრავაფეროვნებთ მალევე მოგბეზრდებათ. ხშირად კარტოფილს იყენებენ როგორც გარნირს, მაგრამ თუ მას დაუმატებთ ქათმის ფარშს ჩვენ მივიღებთ უკვე ჩამოყალიბებულ კერძს.

კარტოფილის რულეტი- გამოდის ძალიან გემრიელი და ძალიან გავს იტალიურ კანელონს უბრალოდ მაკარონის მაგივრად ჩვენ ვიყენებთ ყველასთვის საყვარელ კარტოფილს.

ინგრედიენტები

  • კარტოფილი-6ცალი
  • მწვანილი-30გ
  • მარილი-გემოვნებით
  • კვერცხი-1ცალი
  • ყველი-150გრ
  • ხახვი-2ცალი
  • არაჟანი-3 სუფრის კოვზი
  • შავი წიწაკა-გემოვნებით
  • ქათმის ფარში-300გ
  • ხორბლის ფქვილი-4 სუფრის კოვზი

მომზადება

1.გარეცხეთ და გახეხეთ კარტოფილი, აურიეთ ნახევარ მთვარეებად დაჭრილი ხახვი. დაამატეთ ათქვეფილი კვერცხი, 1 კოვზი არაჟანი, ფქვილი და შავი წიწაკა.

2.ვამზადებთ კარტოფილის ბლინებს:ცომი გადაანაწილეთ გახურებულ ტაფაზე და შეწვით ორივე მხრიდან. ასეთი ბლინი უნდა გამოგივიდეთ 7-8 ცალი.

3.ქათმის ფარშს დაუმატეთ წვრილ კუბიკებად დაჭრილი მეორე ხახვი, მწვანილი და მარილი. კარგად მოურიეთ. კოვზის დახმარებით ხორციანი მასა გადაანაწილეთ ბლინზე თანაბრად და დაახვიეთ რულეტის მსგავსად.

4.დაალაგეთ რულეტები ფორმაში (უმჯობესია ფორმა ამოფენილი იყოს ფოლგირებული ქაღალდით, რათა არ მიიკრას რულეტი), წაუსვით არაჟანი და მოამზადეთ 180 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში. ამ დროის შემდეგ ნახევრად გამომცხვარ რულეტს მოაყარეთ გახეხილი ყველი და გამოაცხვეთ დამატებით 15 წუთი.

კარტოფილის რულეტი გამოდის ძალიან გემრიელი და წვნიანი. არაჟნის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ მაიონეზი ან სოუსი ბეშამელი(მის მოსამზადებლად აადუღეთ 1ლიტრი რძე 15 წუთის განმავლობაში და დაუმატეთ რამდენიმე კოვზი მოხარშული ცომი). ამ კერძის მომზადება დიდი რაოდენობით ძალიან მოსახერხებელია, რადგან შეგიძლიათ გაჭრათ და სუფრაზე გამოიტანოთ მეორე კერძის სახელით. მერწმუნეთ ეს არის უგემრიელესი რულეტი რომლის მომზადებაც, როგორც თავად ნახეთ უმარტივესია. გემრიელად მიირთვით!