ნოყიერი სალათი მათთვის, ვინც სხეულის ფორმებს უფრთხილდება. უბრალოდ, ჩაანაცვლეთ ჩვეული ვახშამი ამ 4 ინგრედიენტით

1535

დიასახლისის მარაგებში მუდამ მოიძებნება პროდუქტების სტანდარტული ნაკრები: კარტოფილი, კომბოსტო, ჭარხალი, ხორცის ნაჭერი. თუ ეს ყველაფერი გაქვს, სუფრაც ცარიელი არ იქნება არასდროს. იშვიათად ვუფიქრდებით ამ მარტივი ინგრედიენტების სასარგებლო თვისებებზე, მაგრამ ზოგიერთი ფაქტი მართლაც საინტერესოა.

როდესაც საქმე ჭარხლის სალათს ეხება, ვახსენოთ ეს შესანიშნავი ბოსტნეული. დღეში მხოლოდ 100 გრ მოხარშლი ჭარხლის მიღება საგრძნობლად აუმჯობესებს ჯანმრთელობას: ფოლის მჟავა, რომელსაც იგი შეიცავს, აუმჯობესებს ცილოვან ცვლას, თანაც ეს გახლავთ დიეტური პროდუქტი. ზედმეტი წონის მოცილების მსურველებს დიეტოლოგები ურჩევენ ჩაანაცვლონ ვახშამი ჭარხლის სალათით.

ინგრედიენტები

  • 400 გრ ჭარხალი
  • 400 გრ ქათმის ფილე
  • 0,5 ჭიქა ნიგოზი
  • 0,5 ჭიქა იოგურტი
  • მარილი, შავი პილპილი, მწვანილი გემოვნებით

მომზადება

  1. მოხარშეთ ქათმის ფილე და გაუთლელი ჭარხალი. ოდნავ მოხალეთ ნიგოზი.
  2. შეურიეთ წვრილად დაჭრილი ხორცი, ნიგოზი და იოგურტი.
  3. დაამატეთ გახეხილი ჭარხალი, მარილი, პილპილი და კარგად მოურიეთ. მორთეთ სალათი მწვანილით.

მათთვის, ვინც კალორიებს ითვლის, სასიამოვნო იქნება იმის გაგება, რომ ეს გემრიელი სალათი სულ რაღაც 113 კკალ შეიცავს 100 გრამ პროდუქტში. შესანიშნავი კერძია ნოყიერი ხემსისთვის! გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!