ნოყიერი დუეტი სადღესასწაულო სუფრაზე: ნეკნები ნაზ გარნირთან ერთად

616

როგორც წესი, ყველაზე გემრიელი კერძი სასაცილოდ მარტივი მოსამზადებელია. ასეა, ნეკნები კარტოფილთან ერთად. მისი შემხედვარე ვერ იტყვით, რომ კერძის მომზადებაზე მხოლოდ 20 წუთი დაიხარჯა. იმდენად წვნიანი და ნაზი კერძი გამოდის, თითქოსდა მასზე არა ერთმა შეფმზარეულმა იშრომა!

რა თქმა უნდა, საუკეთესოა ის, რომ ძვლიანი ხორცი პირდაპირ კარტოფილის ბალიშზე ცხვება. კარტოფილს მხოლოდ გათლა და ფორმაში ჩადება სჭირდება. ძირნაყოფი არა მხოლოდ ხორცის სუნს, არამედ მის წვენს იწოვს, სანელებლებით იჟღინთება. მოკლედ, როგორც არ უნდა შეხედოთ, კერძი „ორი ერთში“ თითოეული დიასახლისის კულინარიულ წიგნში უნდა იყოს.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ღორის ნეკნი
  • შავი წიწაკა გემოვნებით
  • 3 ს/კ კეტჩუპი
  • 1 ს/კ მდოგვი
  • 1 კგ კარტოფილი
  • 0,5 ცალი ხახვი
  • 0,5 ცალი ლიმონი
  • 1,5 ჩ/კ მარილი
  • 3 ჩ/კ ნივრის ფხვნილი
  • 3 ს/კ სოიოს სოუსი
  • 1 ჩ/კ თაფლი
  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • ოხრახუში გემოვნებით
  • 1,5 ჩ/კ შაქარი

მომზადების წესი:

1. ნეკნები მოამზადეთ: თხელი გარსი მოაშორეთ და ულუფებად დაჭერით.

2. თითო ჩაის კოვზი მარილი, შავი წიწაკა, ნივრის ფხვნილი აურიეთ და მიღებული ნარევი თითოეულ ნეკნის ნაჭერს წაუსვით.

3. კარტოფილი გათალეთ, გარეცხეთ და ნახევარი ჩაის კოვზი მარილი და ზეითუნის ზეთი აურიეთ. საცხობ ფორმაში გადაიტანეთ.

4. კარტოფილს ზემოდან ხორცის ნაჭრები დაადეთ. ფორმას ფოლგა დააფარეთ და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 1,5 საათით აცხვეთ.

5. ამ დროში სოუსი მოამზადეთ. კეტჩუპი, მდოგვი, თაფლი, სოიოს სოუსი აურიეთ და ცეცხლზე შეათბეთ. ადუღების შემდეგ 5 წუთით ამზადეთ. შემდეგ ხორცი ღუმელიდან გამოიღეთ, ფოლგა მოხსენით და ნეკნებს სოუსი წაუსვით. კიდევ 20 წუთით 200 გრადუსზე აცხვეთ. კერძი მზადაა!

ცხელი კერძი პირდაპირ ფორმით სუფრაზე გაიტანეთ. ზემოდან ხახვი, ლიმონის წვენსა და შაქარში დამარინადებული, აუცილებლად მოაყარეთ. ხახვი წინასწარ თხელ ნახევარ რგოლებად დაჭერით. მწიკვი ახალი ოხრახუშიც ზედმეტი არ იქნება! სახლში უბრალოდ ენით აღუწერელი არომატი იტრიალებს. წარმოიდგინეთ, როგორი გემრიელია კერძი! სადღესასწაულო სუფრისთვის ან საკვირაო ვახშმისთვის იდეალურია.