ნივრის პასტის 2 რეცეპტი ზამთრისთვის: არომატული კონსერვი გურმანებისთვის

1278

ზამთარში ახალი ხილის და ბოსტნეულის დეფიციტს მწვავედ განვიცდით. სწორედ ამიტომ, ზაფხულის პერიოდში უფრო მეტი კონსერვის მომარაგებას ვცდილობთ. დღეს გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ნივრის პასტა, რომელიც ნებისმიერ კერძს დაამშვენებს. ასეთი პასტა შეგიძლიათ დაუმატოთ წვნიანებს, მობრაწულებს, სოუსებს და საერთოდ, ბუტერბროდს წაუსვათ.

ნივრის პიკანტურობა მთელი წელი გარანტირებული გექნებათ. ასეთი მარაგი ყოველი ახალი კერძის მომზადებისას ნივრის გასუფთავებაზე დროის დაზოგვაში დაგეხმარებათ.უბრალოდ 1–2 კოვზი წვნიანს დაუმატეთ და ისიამოვნეთ.

ნივრის პასტა ზამთრისთვის

  • 250 გრ ნიორი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 30 მლ ზეითუნის ზეთი
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი

მომზადება:

1. 300 მლ მოცულობის სუფთა, სტერილური ქილა მოამზადეთ. ასეთი პასტა სჯობს პატარა ქილაში შეინახოთ. შეგიძლიათ უფრო პატარა ზომის ქილები გამოიყენოთ.

2. 250 გრ ნიორი გაასუფთავეთ და პიურეს მიღებამდე დააბლენდერეთ.

3. დაუმატეთ 1 ჩ/კ მარილი, 1 ს/კ ლიმონის წვენი და 30 მლ ზეითუნის ზეთი. ნივრის პასტა კიდევ ერთხელ დააბლენდერეთ.

4. მიღებული პასტა სუფთა ქილაში გადაიტანეთ, ზემოდან 1 ს/კ ზეითუნის ზეთი დაასხით და თავსახური დაახურეთ.

ნივრის პასტა შეგიძლიათ შეინახოთ როგორც მაცივარში, ასევე საყინულეში. პასტა საყინულეში ყინულად არ გადაიქცევა. შეგიძლიათ ყინულის ფორმებში პორციებად ჩააწყოთ და საკვები ცელოფანი დააფაროთ.

ნივრის პასტა მწვანილებით

  • 250 გრ ნიორი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ს/კ ვაშლის ძმარი
  • 30 მლ მცენარეული ან ზეითუნის ზეთი
  • 2 ტოტი კამა

მომზადება:

1. ნიორი გაასუფთავეთ და დააბლენდერეთ. ამისთვის ხორცსაკეპი მანქანა არ გამოგადგებათ, ის ძალიან მსხვილად აქუცმაცებს. პასტა კი ერთგვაროვანი უნდა იყოს.

2. კამა დაჭერით და ნიორს დაუმატეთ. ასევე დაუმატეთ მარილი, 1 ს/კ ძმარი და 30 მლ მცენარეული ზეთი. ნივრის პასტა მწვანილით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.

3. არომატული ნარევი მშრალ, სტერილურ ქილაში გადაიტანეთ და ზემოდან ზეითუნის ზეთი დაასხით. თავსახური კარგად დაახურეთ და მაცივარში შეინახეთ.

20 წუთში თქვენ ორი ჯადოსნური ნივრის კონსერვი მოამზადეთ. შეგიძლიათ ახლავე მიირთვათ. არაჟნის და ნივრის სოუსი თავბრუს დაგახვევთ მაშინაც კი, თუ მას უბრალოდ რბილ პამპუშკაში ამოავლებთ. ორივე რეცეპტის მომზადებას დაჟინებით გირჩევთ.