თუ იტალიური სამზარეულო გიყვართ, მაშინ ეს რეცეპტი ძალიან მოგეწონებათ.
ეს არის ლაზანია მაკარონით, რომელიც არანაკლებ გემრიელია.
ინგრედიენტები
- 500გ მაკარონი
- 700გ ფარში
- 1 ხახვი
- 1 ტკბილი წითელი წიწაკა
- 2 სუფრის კოვზი პომიდვრის პასტა
- 30მლ წითელი მშრალი ღვინო
- 150გ ყველი
- 400მლ რძე
- 2 სუფრის კოვზი კარაქი
- 2 სუფრის კოვზი ფქვილი
- მარილი, წიწაკა, სანელებლები, მწვანილები
მომზადება
- წვრილად დაჭერით ხახვი, მოთუშეთ. 2 წუთის შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი წიწაკა, ხოლო 2-3 წუთის შედეგ ფარში. მოაყარეთ მარილი, წიწაკა, სანელებლები და შეწვით 10 წუთი.
- მოასხით ღვინო. შეწვით სითხის აორთქლებამდე.
- მოაყარეთ მწვანილი და პომიდვრის პასტა. მოურიეთ და დაელოდეთ ცოტახანი.
- მოამზადეთ სოუსი ბეშამელი. გაალღვეთ კარაქი, დაუმატეთ ფქვილი, მოურიეთ. ჩაასხით რძე, როცა მასა წამოდუღედება გადმოიტანეთ ცეცხლიდან.
- მოამზადეთ გამოსაცხობი ფორმა. პირველი ფენა – მაკარონი, შემდეგ სოუსი, ფარში ტომატში, მაკარონი და დარჩენილი სოუსი.
- მოაყარეთ გახეხილი ყველი და გამოაცხვეთ 30 წუთი 180 გრადუსზე.
გემრიელად მიირთვით!