ზოგს გაუკვირდება, მაგრამ მსოფლიოს საუკეთესო კერძები ვერ შეედრებიან კატლეტებს. იცით რატომ? იმიტომ, რომ მისი პოპულარობა მარტივ ინგრედიენტებსა და მარტივი მომზადების წესს ეყრდნობა.
კატლეტი – მართლაც, რომ საოჯახო კერძია, ამავდროულად ოჯახის წევრებისთვის ფავორიტი. 1993 წელს საბჭოტა კავშირის კულინარიულ წიგნებში ფარშისაგან მომზადებული კატლეტები გამოჩნდა. დღეს ჩვენ კატლეტის ლეგენარულ რეცეპტს გაგიზიარებთ.
ინგრედიენტები
- ქათმის ფარში 700მლ
- კვერცხი 1 ცალი
- ნაღები 50მლ
- ნიორი 4 კბილი
- თეთრი ნახევრად მშრალი ღვინო 30მლ
- ხახვი 2 ცალი
- კარაქი 100გ
- მარილი გემოვნებით
- შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით
- მზესუმზირის ზეთი 3 სუფრის კოვზი
მომზადება
1.დაჭრილი ხახვი შეწვით კარაქში. დაუმატეთ თეთრი ღვინო, ნაღები და მოურიეთ შესქელებამდე.
2.კარაქიანი ხახვი დააბლენდერეთ ან დაჭყლიტეთ ჩანგლით. დაუმატეთ ფარში მარილთან ერთად, ასევე წიწაკა დაჭყლეტილი ნიორი და კვერცხი, მოურიეთ.
3.კატლეტები შეწვით კარაქში ორივე მხრიდან 3-4 წუთი.
ფარშში შეგიძლიათ დაუმატოთ სოკო და ბოსტნეული. გემრიელად მიირთვით!