ნაპოლეონი ვაშლით: საოცარი ტორტის მომზადების ორიგინალური ინსტრუქცია

318

ფენოვანი ბისკვიტი, მოხარშული კრემი და კარამელიზებული ვაშლი – იდეალური დესერტის შესახებ ყველა ბავშვური ოცნების განსახიერებაა. გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ჰაეროვანი „ნაპოლეონი“ ვაშლით.

ისეთი პატარა შტრიხი, როგორიცაა კარამელიზებული ხილი, კლასიკურ ტორტს უჩვეულო დესერტად აქცევს, რომლის გემოს ჩვეულს ვერ ვუწოდებთ. საოცარი კომბინაციაა!

როგორ მოვამზადოთ „ნაპოლეონი“ ვაშლით: მნიშვნელოვანი ნიუანსები

პირველ რიგში, იდეალური ბისკვიტის გამოსაცხობად კარგად გაყინული კარაქი გამოიყენეთ. ძალიან სწრაფად უნდა გახეხოთ. მეორეც, ცომის მოზელა არ ღირს. გუნდად შეკარით და თანდათან დაკეცეთ. მესამეც, გამომცხვარი ფენა ცხელივე დაჭერით. ცივი ფენა შეიძლება დატყდეს.

ინგრედიენტები:

  • 185 გ კარაქი
  • 300 გ ხორბლის ფქვილი
  • 3 კვერცხის გული
  • ვანილი გემოვნებით
  • 300 მლ წყალი
  • 100 გ არაჟანი
  • 1 კვერცხი
  • 900 მლ რძე
  • 280 გ შაქარი
  • 600 გ ვაშლი

მომზადების წესი:

1. 1 კვერცხი და კვერცხის გული ათქვიფეთ. არაჟანი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

2. 225 გ ხორბლის ფქვილი სამუშაო ზედაპირზე დაყარეთ. 125 გ ცივი გახეხილი კარაქი დაუმატეთ და აურიეთ.

3. მიღებული მასა შეკარით და რამდენიმე ეტაპად კვერცხი–არაჟნის ნარევი დაუმატეთ. ცომი დააგუნდავეთ. პარკში გაახვიეთ და 20 წუთით მაცივარში შეინახეთ.

4. ცომი ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე გადაიტანეთ. 6 თანაბარ ნაწილად დაყავით.

5. მაქსიმალურად თხლად გააბრტყელეთ და საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ.

6. ხელით მსუბუქად დააწექით. ბისკვიტის ფენა დანით ან ჩანგლით დასერეთ. 220 გრადუსზე 5-6 წუთით აცხვეთ.

7. კრემი მოამზადეთ. 200 გ შაქარი და ვანილი სქელძირიან ქვაბში მოათავსეთ. 2/3 რძე დაუმატეთ და ქურაზე დადგით.

8. ცალკე დარჩენილი რძე და 2 კვერცხის გული აურიეთ და ათქვიფეთ. 3 ს/კ ხორბლის ფქვილი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.

9. რძე–კვერცხის მასა ქვაბში წვრილად ჩაასხით. გასქელებამდე ხარშეთ. კრემს პარკი დააფარეთ და სრულ გაგრილებამდე გააჩერეთ.

10. ვაშლი გათალეთ, შუაგული მოაშორეთ, ნაჭრებად დაჭერით. ხილი ცხელი წყლისა და 80 გ შაქრის ნარევს დაუმატეთ. ვაშლი რამდენიმე წუთით დარბილებამდე ხარშეთ. ახლა სიროფიდან ამოიღეთ და გაგრილება აცადეთ.

11. ცივ კრემს 60 გ რბილი კარაქი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

12. ფენებს საჭირო ფორმა მიეცით. ბისკვიტის ფენას კრემი წაუსვით და კარამელიზებული ვაშლი დააწყვეთ. ფენები მონაცვლეობით დააწყვეთ. ბისკვიტის ნარჩენები დაფშვენით და ტორტს ზემოდან მოაყარეთ.

13. დესერტი 3-4 საათით მაცივარში შეინახეთ.

ნაპოლეონი ვაშლით მეორე დღეს უფრო გემრიელია. ბისკვიტის ფენა კრემით და ხილის არომატით გაიჟღინთება და უნაზესს ტკბილეულს მიიღებთ. იდეალური ვარიანტია ჩაიზე მისაყოლებლად.