საუკეთესო ცომისა და ჯემის დუეტი დაუვიწყარ დესერტს მოგვცემს შედეგად. ამ დესერტით თქვენი დაღესასწაულო სუფრა დამშვენდება.
ინგრედიენტები
- 300გ მურაბა
- 250გ ფქვილი
- 150გ კარტოფილის სახამებელი
- 1 კვერცხი
- 150გ შაქარი
- 10გ ვანილი
- 1 ჩაის კოვზი სოდა
- 1 ჩაის კოვზი ძმარი
- 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
- მწიკვი მარილი
მომზადება
- გაცრილ ფქვილს დაუმაეთ სახამებელი, შაქარი, ვანილი, სოდა და მარილი.
- კვერცხს დაუმატეთ რბილი მარგარინი და ძმარი. ორივე მასა შეაერთეთ და მოზილეთ ცომი.
- ცომი გაყავით ორ ნაწილად, ერთი ნაწილი შეახვიეთ პაკეტში და მოათავსეთ 15 წუთი მაცივარში.
- დარჩენილი ცომი გააბრტყელეთ და მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში (ფორმა ამოფინეთ ქაღალდით და დაამუშავეთ ზეთოთ). ზემოდან მოატავსეთ არჩეული მურაბა, უმჯობესია მჟავე.
- ზემოდან გადააფარეთ მაცივარში შენახული ცომი.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30-40 წუთი.
გემრიელად მიირთვით!