ეს ნამცხვარი ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთში შეიქმნა, თუმცა პოპულარული 1920 წელს გახდა, მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკის ცნობილ სასტუმრო “ვალდორფ-ასტორიაში” დაიწყეს მისი მომზადება. თუმცა ეს არაჩვეულებრივი ნამცხვარი დღესაც არ კარგავს თავის პოპულარულობას, სწორედ ამიტომაც გთავაზობთ მის რეცეპტს.
ინგრედიენტები :
ბისკვიტი
- 3 ჭიქა (450 გ) ფქვილი
- 1/2 ჭიქა (75 გ) უშაქრო კაკაოს ფხვნილი
- 1 ½ ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 1 ½ ჩ/კ სოდა
- 1 ჭიქა მარილიანი კარაქი (დარბილებული)
- 2 ¼ (450 გ) უმაღლესი ხარისხის ყავისფერი შაქარი
- 3 ს/კ საკვები საღებავი (წითელი)
- 2 ½ ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
- 3 კვერცხი
- 430 მლ რძე
მინანქარი
- 650 გ ნაღების ყველი (დარბილებული)
- 300 გ მარილიანი კარაქი ( დარბილებული)
- 2 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
- 7 ჭიქა (1 კგ) შაქრის პუდრი
ულუფა: 12
მომზადება: 1 საათი + 2 საათი გასაცივებლად
ცხობა: 40-45 წუთი
მომზადების წესი:
- ბისკვიტი. ღუმელი 180 გრადუსზე გააცხელეთ. ტორტის ორ საცხობ ფორმას (23 სმ) ცხიმი მოუსვით, ფქვილი მოაყარეთ და ისე შეარხიეთ, რომ ფქვილი ფსკერსა და კედლებს თანაბრად მოედოს.
- ფქვილი, კაკაოს ფხვნილი, გამაფხვიერებელი და სოდა ჯამში მოათავსეთ.
- კარაქი, ყავისფერი შაქარი, საკონდიტრო საღებავი და ვანილი ათქვიფეთ კრემისებური, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. სათითაოდ ჩაამატეთ კვერცხები და კვლავ ათქვიფეთ. თანდათან ფქვილის ნარევი და რძე დაამატეთ და კვლავ ათქვიფეთ.
- ცომი ფორმებში კოვზით გადაიტანეთ.
- აცხვეთ 40-45 წუთის განმავლობაში.
- ბისკვიტი 15 წუთით ფორმაში გააცივეთ, შემდეგ ცხაურზე გადმოიტანეთ და სრულად გააცივეთ.
- მინანქარი. ნაღები, კარაქი და ვანილი ათქვიფეთ კრემისებური მასის მიღებამდე. თანდათანობით დაამატეთ ყავისფერი შაქარი.
- ბისკვიტის ერთი ფენა შუაზე გაჭერით. ერთი ნაწილი ჯამში დაანამცეცეთ.
- ბისკვიტის ერთი ფენა თეფშზე დადეთ და მინანქრის 3/4 ჭიქა მოასხით. დაადეთ მეორე ფენა და ისევ მინანქარი მოასხით. ბოლოს უკანასკნელი ფენა დააფარეთ.
- ნამცხვრის ზედა ნაწილი და გვერდები მინანქრით დაფარეთ და გააფორმეთ ბისკვიტის ნაფხვენით სურვილისამებრ.
- მირთმევამდე 2 საათით გააცივეთ.