ნამცხვარი “მეგობრული ოჯახი” ბებია ანნას რეცეპტი

1404

მე და ჩემი და ვგიჟდებოდით ამ ნამცხვარზე. ბებია ძალიან ხშირად აცხობდა, მრავალფეროვნებისთვის ყოველთვის ცვლიდა შიგთავსს.

მე ბავშვობიდანვე მიტაცებდა კულინარია. 7-8 წლის ასაკში უკვე ძალიან ბევრი კერძის მომზადება ვიცოდი. ამ ნამცხვრის მომზადება მარტომ შევძელი.

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • ფქვილი 330გ
  • რძე 150მლ
  • ქათმის კვერცხი 2 ცალი
  • კარაქი 50გ (შეგიძლიათ გამოიყენოთ მარგარინი, მცენარეული ზეთი ამ ცხიმთა ნარევი)
  • საფუარი 1 ჩაის კოვზი
  • შაქარი 1-2 სუფრის კოვზი
  • მარილი 1/2 ჩაის კოვზი

შიგთავსისთვის

  • ნებისმიერი სქელი ჯემი ან კანფეტები.

მომზადება

მოვამზადოთ ძალიან რბილი, ელასტიური ცომი. ჯამში მოათავსეთ გაცრილი ფქვილი, დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტები ( შაქარი, მარილი და საფუარი), კარგად მოურიეთ.

ფქვილის მასა ჩააღრმავეთ და ჩატეხეთ კვერცხი.

ჩანგლის მეშვეობით ათქვიფეთ კვერცხი და დაუმატეთ თბილი რძე.

დაიწყეთ ცომის მომზადება. რაც მტავარია ინგრედიენტები კარგად უნდა ავურიოთ.

ცომს დააფარეთ ხელსახოცი და დაელოდეთ 20-25 წუთი.

დასვენებულ ცომს დაუმატეთ კარაი და კარგად დაამუშავეთ.

ეს პროცესი უნდა წაიყვანოთ ნელ-ნელა. ტავდაპირველად ცომი არ სეიზელს კარაქს, ამ პროცესს სწირდება დაახლოებით 3-5 წუთი.

კარაქის კარგად გახსნის შემდეგ, 5-7 წუთი გააგრძელეთ ცომის დამუშავება.

ჯამს წაუსვით მცენარეული ზეთი (ძალიან ცოტა), მოათავსეთ ცომი და დააფარეთ თავზე, მოათავსეთ თბილ ადგილას 1 საათი.

ამ ეტაპისთვის უმჯობესია ცომი ჩაზილოთ.

დაელოდეთ ცომის ხელახლა ამოსვლად.

ამოსული ცომი ჩაზილეთ და გაყავით 16 ნაწილად დაახლოებით 38-40გ. თითოეული ცომის ნაწილი დააბურთავეთ.

გამზადებულ ცომს დააფარეთ ხელსახოცი 10-15 წუთი.

სანამ ცომი ამოდის, დაამუშავეთ გამოსაცხობი ფორმა კარაქით.

ფუნთუშები გადაიტანეთ ფორმაში. მე საქმე გავირთულე და დავიწყე კვანძების გაკეთება. უბრალოდ გააბრტყელეთ ცომი, ცენტრში მოათავსეთ შიგთავსი და დაამრგვალეთ.

თითოეული ცომის ნაჭერი გააბრტყელეთ.

ზედაპირზე გადაანაწილეთ ჯემი, მე ავიღე 3 სუფრის კოვზი. არ ამოავსოთ კუთხეები.

დაახვიეთ და დააფიქსირეთ კუთხეები.

მიეცით კვანძის ფორმა.

გაკვანძული ცომი მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში.

ცომს დააფარეთ ცელსახოცი და დაელოდეთ 30 წუთი.

ცხობამდე 2-3 წუთით ადრე წაუსვით კვერცხი (შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა შაქარი და რძე).

გამოაცხვეთ 180-200 გრადუსზე 25-30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!