ნამცხვარი “ლიმონის წვიმა” ხრაშუნა ზედაპირით და გასაოცარი სტრუქტურით

2689

“ლიმონის წვიმის” მომზადებისას გაითვალისწინეთ, რომ შაქარი ლიმონში უნდა გაიხსნას და მხოლოდ ამის შემდეგ მოურიოთ. იგი ოდნავ მარცვლოვანი უნდა იყოს. ეს ნამცხვრის ზედაპირს გასაოცარ სტურქტურას სძენს.

ინგრედიენტები:

ბისკვიტისთვის:

  • 250 გ თეთრი ფქვილი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 250 გ კარაქი უმარილო, დარბილებული
  • 4 კვერცხი
  • 1 ლიმონის ცედრა წვრილად გახეხილი (თუ ლიმონი ქიმიურად დამუშავებულია გარეცხეთ, დამდუღრეთ)
  • 1 ლიმონი თხლად დაჭრილი (სურვილისამებრ)

სიროფისთვის:

  • 1 ლიმონის ახაგამოწურული წვენი
  • 100 გ შაქარი

მომზადების წესი:

  1. ბისკვიტი: ღუმელი წინასწარ გაახურეთ 180 გრადუსზე. ბატონის ფორმაში (10X20 სმ) პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ. ჯამში ფქვილი და გამაფხვიერებელი ჩაყარეთ. კარაქი და შაქარი მიქსერით საშუალოზე მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ ისე, რომ თეთრი და კრემისებური მასა მიიღოთ. შემდეგ სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხები. მიქსერი დაბალ სიჩქარეზე გადაიყვანეთ, თანდათან დაუმატეთ ფქვილი და ლიმონის ცედრა. ცომი ფრომაში კოვზით გადაიტანეთ და ზედაპირი კოვზითვე მოუსწორეთ.
  2. აცხვეთ 45-60 წუთი, ვიდრე მოოქროსფრო-ყავისფერი გახდება. ცენტრში ხის ჩხირი ჩაარჭვეთ და თუ არაფერი ამოჰყვა, ბისკვიტი მზად არის.
  3. “წვიმა”: ჯამში ჩაასხით ლიმონის წვენი და დააყარეთ შაქარი. დიდხანს არ აურიოთ, სიროფი ოდნავ მარცვლოვანი უნდა იყოს.
  4. ნამცხვრის ზედაპირი ხის ჩხირით ან ჩანგლით დაჩხვლიტეთ. ზედ ფრთხილად მოასხით “ლიმონის წვიმა” ისე, რომ სითხე ნამცხვარმა შეიწოვოს, შაქარი კი ზედაპირზე დარჩეს. ხრაშუნა ზედაპირი უნდა წარმოიქმნას. თუ გსურთ, ზედაპირი ლიმონის თხელი ნაჭრებით დაფარეთ.
  5. ნამცხვარი ცხაურზე გადაიტანეთ და გაგრილებამდე დატოვეთ.
  6. დაჭერით და სუფრაზე მიიტანეთ.