ფარში შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი – ღორის ცხიმიანი ან ქათმის ნაზი, ყველაფერი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. მოსასხმელად შეგიძლიათ გამოიყენოთ არაჟანი ან მაიონეზი, რომელიც მეტად მოგწონთ.
კეჩუპიც თქვენი გემოვნებით უნდა აარჩიოთ, ცხარე ან ტკბილი.
ინგრედიენტები
- ლავაში 2 ცალი
- ღორის ფარში 300გ
- კვერცხი 3 ცალი
- არაჟანი 100გ
- კეჩუპი 100გ
- მარილი გემოვნებით
- შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით
- გახეხილი ყველი 150გ
მომზადება
- ფარში შეგიძლიათ მოამზადოთ თქვენითაც, ან შეიძინოთ მარკეტში გამზადებული. ფარში უნდა იყოს ისეთი კონსესტენციის, როგორსაც იყენებთ კატლეტისთვის.
- გაშალეთ ლავაშის 2 ფირფიტა და მასზე თანაბრად გადაანაწილეთ ფარში. დაელოდეთ 10-15 წუთი, რათა ლავაშმა მიიღოს ელასტიურობა და ირბილე.
- ლავაში დაახვიეთ რულეტისებურად და მოათავსეთ ზეთით დამუშავებულ ფორმაში.
- მოსასხმელი მასა მოამზადეთ კვერცხისგან, არაჟნისგან, კეჩუპისგან, სანელებლებისგან, მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. მოსასხმელმა მასამ მთლიანად უნდა დაფაროს ნამცხვარი.
- ნამცხვარი გამოაცხვეთ 30 წუთი 180 გრადუსზე. 5-10 წუთით ადრე მოაყარეთ გახეხილი ყველი.
გემრიელად მიირთვით!