ნამდვილი ქართული მწვანე აჯიკა – ორიგინალური რეცეპტი!

2582

ქართული მწვანე აჯიკა – ხორცისთვის და თევზისთვის შეუცვლელი დანამატია. მე ხშირად წვნიანებსაც კი ვუმატებ. ძალიან მარტივად და სწრაფად მზადდება.

სიტყვა “აჯიკა” აფხაზური წარმოშობისაა და ნიშნავს “მარილს”. დღეს ჩვენ მოვამზადებთ აჯიკას ხარშვის გარეშე. ხორცსაკეპი მანქანა ამ საქმეში ძალიან დაგვეხმარება.

ინგრედიენტები

  • 150გ მწარე წიწაკა (3 მწვანე და 1 წითელი)
  • 150 ბულგარული წიწაკა
  • 100გ ქინძი
  • 100გ ოხრახუში
  • 50გ ბაზილიკი
  • 100გ ნიგოზი
  • 100გ ნიორი
  • 1 სუფრის კოვზი კაკალი ქინძი
  • 2 სუფრის კოვზი მარილი
  • 1 ჩაის კოვზი ხმელი სუნელი
  • 1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი

მომზადება

1.კარგად გარეცხეთ წიწაკა. ბულგარული წიწაკა გაასუფთავეთ, მწარე წიწაკას არ მოაშოროთ მარცვლები.

2.კარგად გარეცხეთ მწვანილი. გაასუფთავეთ ნიორი და ნიგოზი.

3.ორივე სახეობის წიწაკა, ნიორი, მწვანილი და ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპში. მიღებულ მასას მოურიეთ.

4.მასას დაუმატეთ დაფქული ქინძი, ხმელი სუნელი და უცხო სუნელი. კიდევ მოურიეთ.

5.დაუმატეთ2 სუფრის კოვზი მარილი. ქართული აჯიკა უნდა იყოს მარილიანი.

6.აავსეთ ქილები აჯიკით. დააფარეთ თავსაფარი და შეინახეთ მაცივარში.

ბულგარული წიწაკის გარეშე თუ მოამზადებთ, მაშინ ნაკლებად მწარე გამოვა.

გემრიელად მიირთვით!