ნამდვილი უკრაინული ბორში: ყოველთვის ხასხასა წითელი გამოდის

1027

ყველაზე გემრიელ ბორშს უკრაინაში აკეთებენ. რა თქმა უნდა, ბორშის მომზადების ბევრი ვარიანტი არსებობს. ყველა დიასახლის საკუთარი, პატარა ხრიკი აქვს. კიევში მცხოვრები დეიდას რჩევით ნამდვილი უკრაინული ბორშის მომზადება დავიწყე.

ადრე ჭარხლის წვნიანს ღუმელში ვამზადებდი. ასე გაჯერებული გემო ჰქონდა, მაგრამ უფერული იყო. ღია წითელის ნაცვლად ვარდისფერი ხდებოდა. როცა დეიდას ვესტუმრე, მისი საფირმო ბორში გამასინჯა. ჩემთვის მაშინვე ნამდვილი ეტალონი გახდა. სწორედ ამიტომ, მისი მომზადების დეტალები გავიგე. ახლა თქვენც გიზიარებთ.

როგორ მოვამზადოთ ნამდვილი უკრაინული ბორში

თქვენი ბორში უფრო მდიდრული რომ გამოვიდეს, ბულიონისთვის ძვლიანი ხორცი გამოიყენეთ. ღორის ან ძროხის ხორცი გამოგადგებათ. ლობიო წინასწარ ჩაალბეთ, რომ სწრაფად მოიხარშოს. უკრაინული რეცეპტის მთავარი ხრიკია ქონი მწვანილთან და ნიორთან ერთად. მას მზა კერძს უმატებენ.

ინგრედიენტები:

  • 500 გ ხორცი
  • 4-5 კარტოფილი
  • 1 ხახვი
  • 3 ს/კ პომიდვრის პასტა
  • 1 ს/კ ვაშლის ძმარი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ პაპრიკა
  • დაფქული წითელი წიწაკა გემოვნებით
  • 200 გ ლობიო
  • 200-250 გ თეთრი კომბოსტო
  • 1 სტაფილო
  • 1-2 ჭარხალი
  • 0,5 კონა კამა
  • 100 გ ქონი
  • 1-2 დაფნის ფოთოლი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ხორცი გარეცხეთ, წყალი დაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ. 30 წუთით ხარშეთ (ძროხის ხორცი უფრო დიდხანს მოხარშეთ). ჩალბობილი ლობიო დაუმატეთ და კიდევ 30 წუთით ხარშეთ.

2. კუბებად დაჭრილი კარტოფილი დაუმატეთ და დუღილის შემდეგ 15 წუთით ხარშეთ. ახლა წვრილად დაჭრილი კომბოსტო დაუმატეთ, რომელიც წინასწარ 7-10 წუთით ცალკე უნდა მოხარშოთ.

3. ჭარხალი მსხვილად გახეხეთ და მცენარეულ ზეთში შეწვით. შაქარი და მწიკვი მარილი დაუმატეთ, ძმარი დაასხით და ჭარხლის დარბილებამდე თუშეთ.

4. ცალკე მსხვილად გახეხილი სტაფილო და დაჭრილი ხახვი შეწვით. პომიდვრის პასტა დაუმატეთ, აურიეთ და 2-3 წუთით თუშეთ. შემწვარი ბოსტნეული დანარჩენ ინგრედიენტებს დაუმატეთ.

5. 3 წუთში მარილი, წიწაკა, პაპრიკა და დაფნის ფოთოლი დაუმატეთ. გაჯერებული წითელი ფერის საიდუმლო იმაშია, რომ ჭარხალი ბორშს მომზადებამდე 10 წუთით ადრე უნდა დაუმატოთ.

6. ქონი, ნიორი, კამა და მწიკვი მარილი დააბლენდერეთ, ცხელ წვნიანს დაუმატეთ და გაზქურა გამორთეთ. კერძი თავდახურულ ქვაბში 30-60 წუთით გააჩერეთ.

მზა წვნიანი არაჟანთან ერთად სუფრაზე გაიტანეთ. ქონით ორმაგი საკაზმის მომზადებას გირჩევთ. მეორე ნახევარი სუფრაზე პურზე წასასმელად გაიტანეთ. წარმოუდგენლად გემრიელია!