იმერული ხაჭაპურის ცომი შეგვიძლია მოვამზადოთ როგორც წყალზე, ასევე რძეზე, რძისა და წყლის ნარევსა და ყველის შრატზე. მოდით, ერთად მოვამზადოთ ყველასათვის საყვარელი კერძი.
ინგრედიენტები:
ცომი
- 1 კგ ფქვილი
- 500 მლ თბილი წყალი
- 3 ჩ.კ. მშრალი საფუარი
- 4 ს.კ. ზეთი
- 1 ჩ.კ. მარილი
გულსართი
- 1 კგ ჭყინტი ყველი
- 2 კვერცხი
- კარაქი – ზემოდან წასასმელად
მომზადების წესი:
- თბილ წყალში გავხსნათ მარილი და საფუარი, დავუმატოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი, გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავდგათ ასაფუებლად.
- როცა აფუვდება, ზეთიანი ხელებით ჩავზილოთ და კვლავ ვაცადოთ აფუება.
- ყველი დავფხვნათ და შევურიოთ კვერცხი. ცომი დავყოთ 4-5 თანაბარ გუნდად. ასევე დავყოთ ყველის გულსართი, მოვათავსოთ ცომში და შევკრათ. ჯერ მსუბუქად, ხის დაფაზე გავაბრტყელოთ, შემდეგ კი ფორმაში ან გახურებულ ტაფაზე ხელით გავაბრტყელოთ ისე, რომ თანაბრად თხელი ხაჭაპური გამოვიდეს.
- ხაჭაპური შეგვიძლია გამოვაცხოთ ღუმელში 220-250 გრადუსზე, ასევე ტაფაზე – ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე მხრიდან. მზა ხაჭაპურს წავუსვათ კარაქი.