ეს უბრალო ვაშლის ღვეზელი თქვენი რეცეპტების კრებულში ღირსეულ ადგილს დაიკავებს! გარეგნულად ის ტროპიკულ დესერტს გავს, მისი უნაზესი გულსართი კი სუფლეს მოგაგონებთ. თუ რეცეპტში არსებულ დოზებსა და წესებს სრულად დაიცავთ, ღვეზელი იდეალური გამოვა!
ამ არაჩვეულებრივი ღვეზელისთვის წვნიანი, მწვანე და ოდნავ მომჟავო ვაშლი შეარჩიეთ.
ცომის ინგრედიენტები
- 100 გრამი კარაქი
- 100 გრამი ხაჭო
- 100 გრამი შაქარი
- 200 გრამი ფქვილი
- 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
- მწიკვი მარილი
ვაშლის გულსართის ინგრედიენტები
- 4 ცალი ვაშლი
- 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
- 80 გრამი ქიშმიში
- 2 სუფრის კოვზი კონიაკი (შეგიძლიათ ფორთოხლის წვენით ჩაანაცვლოთ)
ინგრედიენტები არაჟნის სოუსისთვის
- 200 გრამი 25%-იანი არაჟანი
- 2 ცალი კვერცხი
- 1 სუფრის კოვზი შაქარი
- ვანილი დანის წვერით
- 2 სუფრის კოვზი სახამებელი
მომზადების წესი:
1. კარაქი დაჭერით კუბებად. მოაყარეთ მარილი და შეურიეთ გამაფხვიერებელთან. კარაქს დაუმატეთ შაქარი, ვანილი, მწიკვი მარილი და ფქვილი. მოზილეთ ცომი.
2. ცომი საკვების ცელოფანში შეახვიეთ და მაცივარში 30 წუთით შედგით.
3. გარეცხეთ ქიშმიში, დაასხით კონიაკი ან ფორთოხლის წვენი
4. გარეცხილი ვაშლები 4 ნაწილად დაჭერი და ლიმონის წვენით დანამეთ, ასე ის ფერს აღარ შეიცვლის. 6 მეოთხედი მოსართავად გადადეთ. მათ ზურგზე ზოლები გაუკეთეთ (ჩაჭერით როგორც ფოტოზეა) და გამოცხობისას ვაშლის ნაჭერი მარაოსავით გაიშლება.
5. დარჩენილი ვაშლი კუბებად დაჭერით. დაუმატეთ შაქარი, ცოტაოდენი ლიმონის წვენი და ნელ ცეცხლზე, მორბილებამდე თუშეთ.
6. ცომი მაცივრიდან გამოიღეთ, ის ფორმის ფსკერსა და კიდეებზე მოაფინეთ. ფორმას წინასწარ ზეთი უნდა მოუსვათ.
7. ცომიანი ფორმა 180 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში შედგით 10-12 წუთით.
8. ერთმანეთში აურიეთ არაჟანი, შაქარი, კვერცხი, ვანილი და სახამებელი. ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შეგიძლიათ სოუსში 1 ჩაის კოვზი გახეხილი ლიმონის ცედრაც ჩაუმატოთ. ეს ღვეზელის გემოს უფრო დახვეწილს გახდის.
9. მოთუშული ვაშლი ცომზე მოათავსეთ და ქიშმიში მოაყარეთ. შეგიძლიათ მას კაკალიც დაუმატოთ – სურვილისამებრ. ღვეზელის ზედაპირზე ფრთხილად დაალაგეთ შემონახული ვაშლის მეოთხედები.
10. ბოლოს, ღვეზელს არაჟნის სოუსი მოასხით და 200 გრადუს ტემპერატურაზე 25 წუთი აცხვეთ.
11. მზა ღვეზელს ქოქოსის ფანტელი ან შაქრის ფხვნილი მოაყარეთ.