ამ ნაზის ტორტის გემო ჯერ კიდევ ბავშვობიდან მახსოვს. “კრემ-ბრიულეს” მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:
ბისკვიტის ინგრედიენტები:
- 1 ჭიქა შაქარი
- 1 ს/კ კარაქი
- 1 ჭიქა არაჟანი
- 3 ჭიქა ფქვილი
- 2 ს/კ კაკაო
- ½ ჩ/კ ძმარ დაწვეთებული სოდა
კრემის ინგრედიენტები:
- 500 მლ რძე
- 1 კვერცხი
- 1 ჭიქა შაქარი
- ვანილი
- 3 ს/კ ფქვილი
- 200 გრ რბილი კარაქი
- 2 ს/კ კაკაო
როგორ მოვამზადოთ ტორტი „კრემ-ბრიულე“:
ბისკვიტი:
- შაქარი და დარბილებული კარაქი აურიეთ, არაჟანი, სოდა და ფქვილი დაუმატეთ და ბისკვიტის ცომი მოზილეთ.
- ცომი ორ ნაწილად გაყავით. ერთ ნაწილს კაკაო დაუმატეთ.
- მთელი ცომი 6 ნაწილად გაყავით და გააბრტყელეთ (3 თეთრი და 3 შოკოლადის ბისკვიტის ფენა). ბისკვიტის თითოეული ფენა მაღალ ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში 5-10 წუთით აცხვეთ.
კრემი:
- კაკაოს და კარაქის გარდა ყველაფერი აურიეთ და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. გასქელებამდე მუდმივად მოურიეთ. შემდეგ კრემი გააგრილეთ. დარბილებული კარაქი და კაკაო ათქვიფეთ.
- ათქვეფა გააგრძელეთ და თანდათანობით მოხარშული კრემი დაუმატეთ.
- ბისკვიტის ფენებს და ტორტის გვერდებს კრემი სურვილის მიხედვით წაუსვით. ღამით მაცივარში გააჩერეთ!
გემრიელად მიირთვით!