ნაზი, რბილი და უგემრიელესი ღორის ხორცის დაბეგვილი კატლეტი

2272

კატლეტი ყველასათვის ცნობილი კერძია. იგი ბევრნაირია და ყველა თავისებურად მზადდება. გასტრონომიას რედაქცია ღორის ხორცის დაბეგვილი კატლეტის რეცეპტს გთავაზობთ.

ინგრედიენტები:

  • ხორცი – ღორის ნეკნები – 6 ცალი
  • კვერცხი – 1 ცალი
  • დანაყილი ორცხობილა – 3/4 ჩაის ჭიქა
  • ერბო  – 1 სუფრის კოვზი
  • მარილი და შავი პილპილი – გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი:

  1. ღორის ნეკნებს სამი მხრიდან მოვაცილოთ ხორცი.
  2. დავბეგვოთ ისე, რომ მეოთხე მხარეზე ხორცი ძვალს არ მოსცილდეს.
  3. მივცეთ კატლეტს ფორმა, მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი, ამოვავლოთ კვერცხში, შემდეგ დანაყილ ორცხობილაში და დავაწყოთ წინასწარ გაცხელებულ ერბოიან ან ღორის ქონმოსხმულ ტაფაზე.
  4. შევწვათ ორივე მხარეზე და დავაწყოთ დიდ თეფშზე.
  5. გარნირად გავუკეთოთ კარტოფილის პიურე, შემწვარი კარტოფილი ან მოხარშული და ერბომოსხმული მაკარონი.