ნაზი და წვნიანი ღორის ხორცის სტეიკი, რომელიც ძალიან სწრაფად მზადდება

3179

ერთი შეხედვით, რა შეიძლება იყოს სტეიკის ტაფაზე მომზადებაზე იოლი? თუმცა, ხორცი ნაზი და წვნიანი ყოველთვის არ გამოდის, რადგან კულინარიული პატარა ხრიკების ცოდნაა საჭირო. სწორედ ამის შესახებ მოგითხრობთ დღეს “გასტრონომია”.

ნივრისა და ბეგქონდარას წყალობით, ჩვენი რეცეპტის მიხედვით მომზადებული სტეიკი ძალიან არომატული გამოდის. მინიმუმი ინგრედიენტების შეხამება შესანიშნავ შედეგს იძლევა. ხორცი მიირთვით ნებისმიერ გარნირთან ან ბოსტნეულის სალათთან.

ინგრედიენტები

  • 400-500 გრ ღორის ხორცი
  • 3-4 ც ბეგქონდარა
  • 6-8 კბილი ნიორი
  • 30 მლ ზეთი
  • 0,5 ლიმონი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. ღორის სტეიკი (2 ც. თითო 200-250 გრ) ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს, ამიტომ, მომზადებამდე 30 წუთით ადრე გამოიღეთ მაცივრიდან.
  2. 1 თავი ნიორი დააცალკევეთ კბილებათ, არ გაფცქვნათ.
  3. სქელძირიან ტაფაზე გაახურეთ ზეთი, მოათავსეთ ბეგქონდარა და ნიორი. შეწვით სანამ არომატს არ გაუშვებს.
  4. მოასხით სტეიკს ლიმონის წვენი, წაუსვით მარილი და პილპილი.
  5. მოათავსეთ ტაფაში და შეწვით 1 წუთის განმავლობაში, გადააბრუნეთ, მოასხით წარმოქმნილი ცხიმი და კიდევ 1 წუთის განმავლობაში მოამზადეთ.
  6. შემდეგ გაიმეორეთ იგივე პროცედურა 2-3-ჯერ.

მომზადების პროცესში ხორცს კარგად შეიბრაწება გარედან, შიგნით კი ნაზი, წვნიანი და არომატული გახდება. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!