მიჩნეულია, რომ ჩიზქეიქი ამერიკული დესერტია. მაგრამ მისი ისტორია ანტიკური ხანიდან მოდის. ამბობენ, რომ დესერტი ძალიან მოეწონა იულიუს კეისარს და მას მერე რომაული დიდგვაროვანი ოჯახების სუფრას ხშირად ამშვენებდა. მას მერე რეცეპტურა ბევრჯერ შეიცვალა და დღეს ყველიან ნამცხვარს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვანაირად ამზადებენ.
დღეს ჩვენ მოგითხრობთ, როგორ ამზადებენ ჩიზქეიქს იტალიელები. ორიგინალურ რეცეპტში რიკოტა გამოიყენება. გთავაზობთ უფრო ხელმისაწვდომი ხაჭოს კრემ-ყველით ჩაანაცვლოთ იგი. დესერტი ძალიან ნაზი, არომატული და ჰაეროვანი გამოდის.
ინგრედიენტები
- 750 გრ ხაჭოს კრემ-ყველი
- 180 გრ შაქარი
- 2 კვერცხი
- 60 მლ ნაღები
- 35 გრ ფქვილი
- 2 ჩ.კ. ლიმონის ცედრა
- ვანილინი გემოვნებით
მომზადება
- განაცალკევეთ კვერცხის ცილა და გული. გულები ათქვიფეთ 150 გრ შაქართან, დაუმატეთ ლიმონის ცედრა.
- დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, ყველი, ნაღები და კარგად ათქვიფეთ.
- ათქვიფეთ კვერცხის ცილა დარჩენილ შაქართან.
- შეურიეთ ცილის მასა გულის მასას.
- დაასხით მასა საცხობ ფორმაზე, ეს ფორმა მოათავსეთ უფრო დიდ საცხობ ფორმაზე და მასში წყალი ჩაასხით.
- შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.
დესერტს სურვილისამებრ მოაყარეთ შაქრის პუდრი და მიირთვით შოკოლადის ან ნაღების სოუსთან. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!