ეს მარტივი, მაგრამ უგემრიელესი ტორტი თქვენი საყვარელი რეცეპტების სიას გაამდიდრებს. იდეალური ვარიანტია სადღესასწაულოდ, ან საღამოს ჩაის სმისას, ან უბრალოდ სიურპრიზად საყვარელი ადამიანისთვის.
ტენიანი კრემის წყალობით, ფენებს დანამვა არ სჭირდება: ტორტი რბილი გამოვა ზედმეტი მანიპულაციების გარეშე. გემოთი დაახლოებით “პრაღას” ან “მედოვიკს” წააგავს. ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ჩვენ გულის ფორმის ტორტი გამოვაცხვეთ.
ინგრედიენტები
- 8 კვერცხი
- 350 გრ შაქარი
- 4 ს.კ. თაფლი
- 1 ჩ.კ. სოდა
- 1 ჭიქა ფქვილი
- 2 ს.კ. კაკაოს ფხვნილი
- 200 გრ კარაქი
- ვანილის შაქარი გემოვნებით
- შავი შოკოლადი გემოვნებით
მომზადება
- შეურიეთ ფქვილი, სოდა და კაკაო. ათქვიფეთ 6 კვერცხი და 100 გრ შაქარი გათეთრებამდე, დაუმატეთ თაფლი, შეურიეთ ფქვილს და კაკაოს.
- მიღებული ცომისგან გამოაცხვეთ 4 ფენა. შედგით თითოეული 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთთ.
- ათქვიფეთ მიქსერით 2 კვერცხი, შაქარი და ვანილის შაქარი, დადგით წყლის აბაზანაზე, ურიეთ 3-5 წუთის განმავლობაში. გადმოდგით, გააცივეთ, დაუმატეთ კარაქი და კვლავ ათქვიფეთ.
- ცივ ფენებს წაუსვით კრემი, მორთეთ გახეხილი შავი შოკოლადით და შედგით მაცივარში 2-3 საათით.
თემატური დესერტი შეგიძლიათ მოამზადოთ საღამოს, დილით კი გაანებივროთ მეორე ნახევარი კალორიული, მაგრამ გემრიელი საუზმით. შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!