ინგრედიენტები
- ფხვიერი ცომი 400გ
- მწვანე ხახვი
- კარაქი 2 სუფრის კოვზი
- კვერცხი 2 ცალი
- კვერცხი (გული) 1 ცალი
- ცხიმიანი ნაღები 1/2 ჭიქა
- არაჟანი 2 სუფრის კოვზი
- ყველი კონტე 1/2 ჭიქა
- მწვანილი
- მარილი
- წიწაკა
- ფქვილი
მომზადება
- გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე.
- ფქვილიან ზედაპირზე მოათავსეთ ცომი, გააბრტყელეთ. ჩააფინეთ ფორმაში ისე, რომ გვერდები კარგად იყოს ამოყვანილი, დაჩხვლიტეთ ჩანგლით და შეინახეთ მაცივარშუ 30 წუთი.
- ცომს დააფარეთ ქაღალდი, ზემოდან მოაყარეთ ლობიო და გამოაცხეთ 20 წუთი. მოაშორეთ ლობიო და ქაღალდი, გამოაცხეთ დამატებით 10 წუთი.
- ღუმელის ტემპერატურა ჩამოიყვანეთ 160 გრადუსამდე. დაჭერით ხახვი. მოთუშეთ კარაქში და გააგრილეთ.
- კვერცხი და გული ათქვფეთ, დაუმატეთ ხახვს ნაღებთან, არაჟანთან, მარილთან, ყველთან ერთად.
- გაგრილებულ ნამცხვარში მოათავსეთ შიგთავსი და გამოაცხეთ 30-35 წუთი.
გემრიელად მიირთვით!