მწვანე ტყემლის საწებელი გაზაფხულზე, ახალშემოსული ტყემლისგან მზადდება, ტყემლის საწებელი ძალიან უხდება შემწვარ ხორცს, ახალ კარტოფილს და სხვა კერძებს.
მწვანე ტყემლის საწებელი
ინგრედიენტები:
- 1 კგ მწვანე ტყემალი
- 2-3 ცალი ცხარე მწვანე წიწაკა
- 1 დიდი კონა ქინძი
- 2 კონა ომბალო
- 1 კონა ცერეცო
- 8 კბილი ნიორი
- მარილი
მომზადების წესი:
- შევარჩიოთ ისეთი ტყემალი, რომელსაც კურკა უკვე გამაგრებული აქვს, თორემ საწებელი მწარე გემოს შეიძენს.
- ტყემალს დავასხათ წყალი, რომ დაიფაროს და წამოვადუღოთ. როცა კურკა რბილობს მოშორდება, შევაგრილოთ და წვრილ საცერზე გავხეხოთ, ჩენჩო და კურკები გადავყაროთ.
- მიღებულ მასას დავუმატოთ გატარებული ნიორი, ქინძი, ცერეცო, ომბალო, წიწაკა და მარილი.
- საწებელი შეგვიძლია ბლენდერით ავთქვიფოთ.
ულუფა: 1,3 ლ. დრო: 1 სთ.
თქვენ როგორი რეცეპტით ამზადებთ მწვანე ტყემლის საწებელს? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში.