მწვანე სალათი თინუსით: გემრიელი და სასარგებლო

640

დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ უჯრედისით მდიდარ სალათს ყველაზე სასარგებლო და ნაზი თევზით, თინუსით.

ინგრედიენტები:

  • 170 გრ თინუსი საკუთარ წვენში ან ზეთში (გემოვნებით)
  • 3-4 დიდი სალათის ფურცელი
  • 2 საშუალო ზომის პომიდორი
  • 240 გრ ტკბილი სიმინდი
  • 170 გრ უკურკო ზეთისხილი
  • ზეითუნის ზეთი და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. სალათის ფურცლები გარეცხეთ და ქაღალდის პირსახოცით გაამშრალეთ.

2. თინუსიდან სითხე გადაასხით და თევზი ჩანგლით დაჭყლიტეთ. თევზი სასალათეში გადაიტანეთ.

3. პომიდორი გარეცხეთ, გაამშრალეთ და ნაჭრებად დაჭერით. პომიდვრის ნაჭრები თინუსს დაუმატეთ. მარილი მოაყარეთ და აურიეთ.

4. სალათის ფურცლები ზოლებად დაჭერით.

5. ზეთისხილს სითხე გადაასხით და რგოლებად დაჭერით.

6. დაჭრილი ზეთისხილი და სალათის ფურცლები სალათს დაუმატეთ. დაკონსერვებული სიმინდის სითხე გადაასხით და სიმინდი ასევე სალათს დაუმატეთ.

7. სალათს ზეითუნის ზეთი მოასხით და ფრთხილად აურიეთ. გემრიელად მიირთვით!