მწვადისთვის ზედგამოჭრილი კიტრის მარინადი თაფლით

541

კიტრს თაფლით და მდოგვით ვამარინადებ, ასე უგემრიელესი გამოდის. სასიამოვნოდ ხრაშუნა და წვნიანი.

დღეს გასწავლით განსხვავებულად დამარინადებული კიტრის მომზადებას, რომელიც ძალიან უხდება მწვადს.

ინგრედიენტები

  • 500გ კიტრი
  • 25მლ მცენარეული ზეთი
  • 25მლ წყალი
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი
  • 1 სუფრის კოვზი მდოგვი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 სუფრის კოვზი მარილი
  • 1 სუფრის კოვზი ძმარი 9%
  • 40გ კამა
  • მწარე წიწაკა

მომზადება

1.გარეცხეთ კიტრი, არ გათალოთ. დაჭერით მსხვილ რგოლებად.

2.დაჭერით წითელი წიაკა წვრილად.დააქუცმაცეთ კამა, გახეხეთ ნიორი.

3.ღრმა ჯამში მოათავსეთ კიტრი, წიწაკა, კამა და ნიორი.დაასხით წყალი და მცენარეული ზეთი.

4.დაუმატეთ ძმარი, მარილი, მდოგვი და თაფლი. კარგადმოურიეთ.

5.ჯამს დააფარეთ პარკი და დატოვეთ 1,5 საათი. ამ დროის განმავლობაში კიტრს 2-3 ჯერ უნდა მოურიოთ. 2 საათი შეინახეთ მაცივარში.

6.ხრაშუნა კიტრები მზად არის!

გემრიელად მიირთვით!