მსხლის ნამცხვრის იტალიური რეცეპტი

1171

დღეს ჩვენ ყველაზე გემრიელ დესერტს მოვამზადებთ, რომელიც იტალიაში გამოგზაურებთ.

ინგრედიენტები

  • 150გ ფქვილი
  • 70გ კარაქი
  • 20გ შაქრის ფხვნილი
  • 1 კვერცხი
  • მწიკვი მარილი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 6 მსხალი
  • 150გ შაქარი
  • 75გ კარაქი

მომზადება

1.ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ ფქვილი, მარილი, შაქრის ფხვნილი და ცივი კარაქი. ათქვიფეთ, დაუმატეთ კვერცხი და ისევ ძალიან კარგად დათქვიფეთ.

2.მზა ცომი დაამრგვალეთ, შეფუთეთ პაკეტში და შეინახეთ მაცივარში 30 წუთი.

3.მსხალი გარეცხეთ და გაასუფთავეთ.

4.კარამელის მოსამზადებლად მშრალ ტაფაზე დაყარეთ შაქარი და დადგით დაბალ ცეცხლზე. დამდნარ ადგილებს პერიოდულად მოაყარეთ შაქარი.

არ მოურიოთ კარამელს, ის დაკრისტალდება. შეგიძლიათ უბრალოდ ტაფა ამოძრაოთ, რათა არ დაიწვას კარამელი.

5.როცა შაქარი გალღვება, მოუმატეთ ცეცხლს და დაუმატეთ კარაქი. კარგად მოურიეთ კარაქს და შაქარს. დაუმატეთ მსხალი და დატოვეთ 10 წუთი.

6.კარამელიზირებული მსხალი მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში, ზემოდან მოასხით კარამელი.

7.გააბრტყელეთ ცომი და დააფარეთ მსხალს. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30 წუთი.

8.გემრიელად მიირთვით!