ეს გემრიელი და მსუბუქი საუზმეულია. თუ სხვადასხვა სალათსაც დაუმატებთ, საუზმე ექვსი პერსონისთვის მზად გექნებათ.
საჭირო მასალა:
- 350 გ (1 პაკეტი) ფხვიერი ცომის მზა ხვეულა
- 2 ს.კ. კარაქი
- 5 მწვანე ხახვი
- 1 მწარე წითელი წიწაკა
- 250 გ დამუშავებული კრევეტი
- 180 გ დაკონსერვებული ან ახალი კიბორჩხალა
- მარილი, შავი პილპილი
- 180 მლ (3/4 ჭიქა) ნაკლებცხიმიანი ნაღები
- 3 კვერცხი
- 1 კონა ქინძი
- 1 ლაიმის ცედრა (თუ ქიმ. დამუშავებულია, დამდუღრეთ)
მომზადების წესი:
- ღუმელი წინასწარ გაახურეთ 180 გრადუსზე. ცომი 6 კვადრატად დაჭერით და ტარტის გოფრირებულ ფორმებში (დიამეტრი 10 სმ ) გადაიტანეთ. კიდეები ჩამოუსწორეთ, ზედმეტი ცომი მოაჭერით და ძირი ჩანგლით დაუჩხვლიტეთ.
- თითოეულზე პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და ზედ, სიმძიმისთვის, მშრალი მარცვლეული დაალაგეთ. აცხვეთ 15 წთ.
- ვიდრე ცომი ღუმელშია, დიდ ტაფაში საშუალო ცეცხლზე კარაქი გაადნეთ, წვრილად დაჭრილი ხახვი და წიწაკა მოშუშეთ.
- დაუმატეთ კრევეტები და კიდევ 2-3 წთ შუშეთ, ვიდრე მომზადდება. გადმოდგით ცეცხლიდან და მასას კიბორჩხალას ხორციც დაუმატეთ. შეაზავეთ მარილითა და პილპილით.
- ნაღები, კვერცხის გული, წვრილად დაჭრილი ქინძი და გახეხილი ლაიმის ცედრა მექანიკური სათქვეფით ათქვიფეთ.
- ცომს პერგამენტის ქაღალდი და მარცვლეული მოაცილეთ, გულსართით ამოავსეთ, კვერცხიანი სოუსი მოასხით და ღუმელში 15 წთ შეაბრუნეთ.
- შუაგული რომ გამოცხვება, ტარტები მზად არის. 10 წუთუ გააჩერეთ და სუფრაზე თბილი მიიტანეთ.
გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს.