ხილის მსუბუქ ნამცხვარზე გემრიელი არაფერია. განსაკუთრებით თუ მას ფინჯან ჩაისთან ან ყავასთან მივირთმევთ, ან თუნდაც – ჭიქა ხერესთან ან სადესერტო ღვინოსთან.
ინგრედიენტები:
ბისკვიტისთვის:
- 300 გ თეთრი ფქვილი
- 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 1 ჩ.კ. მუსკატის დაფქული კაკალი
- 180 გ დარბილებული კარაქი
- 100 გ შაქარი
- 3 კვერცხი
- 125 მლ რძე
- 1 ს.კ. ტკბილი ხერესი
- 500 გ დაშაქრული ხილი, მსხვილად დაჭრილი
- 1/2 ჭიქა ნუში კანგაცლილი მსხვილად დაჭრილი
- 2 ს.კ. გარგარის შემთბარი ჯემი
მომზადების წესი:
- ბისკვიტი: ღუმელი წინასწარ გაახურეთ 170 გრადუსზე. ნამცხვრის კვადრატულ ფორმას (20 სმ) მთელ ზედაპირზე კარაქი წაუსვით. ძირსა და გვერდებზე პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ.
- ფქვილი, გამაფხვიერებელი და მუსკატის კაკალი ჯამში კარგად აურიეთ.
- კარაქი და შაქარი მიქსერით საშუალოზე მაღალ სიჩქარეზე თეთრი ფერის კრემისებური მასის მიღებამდე ათქვიფეთ. შემდეგ სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხები.
- მიქსერი დაბალ სიჩქარეზე გადაიყვანეთ და მასას მონაცვლეობით უმატეთ ფქვილი და რძე. შემდეგ ტკბილი ხერესი და დაშაქრული ხილი მიქსერითვე შეურიეთ, ხოლო ნუში – კოვზით.
- ცომი ფორმაში კოვზით გადაიტანეთ, თავი კოვზითვე მოუსწორეთ.
- აცხვეთ 1.1/4 – 2 საათით. შეამოწმეთ. ხის ჩხირი ცენტრში ჩაარჭვეთ და თუ არაფერი ამოჰყვა, ბისკვიტი მზად არის. თუ შეამჩნევთ, რომ ცხობისას ნამცხვარს ფერი სწრაფად ეცვლება, ალუმინის ფოლგა გადააფარეთ.
- 20 წუთი ფორმაშივე დატოვეთ. როცა გაგრილდება, ცხაურზე გადააბრუნეთ და კულინარიული ფუნჯით გარგარის ჯემი წაუსვით.
- როცა გაცივდება, დაჭერით და სუფრაზე მიიტანეთ.