მრავალფენიანი სალათი “სტუმარი მაგიდასთან”

2176

საოცრად ეფექტური და ნოყიერი სალათი “სტუმარი მაგიდასთან” აუცილებლად გახდება სუფრის მთავარი კერძი. ის მზადდება მარტვი და ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან, მაგრამ შედეგი მართლაც, რომ საოცარია.

თქვენ ნამდვილად არ ინანებთ იმ დროსა და ენერგიაზე, რაც ამ სალათის მომზადებას სჭირდება. მერწმუნეთ მისი გემო გაგაოცებთ.

ინგრედიენტები

  • სტაფილო 3 ცალი
  • კვერცხი 6 ცალი
  • ქათმის ფილე 500გ
  • წითელი ხახვი 2 ცალი
  • მწვანილი
  • ყველი 300გ
  • დაკონსერვებული სიმინდი 340გ
  • პომიდორი ჩერი გემოვნებით
  • ზეთისხილი გემოვნებით
  • ბულგარული წიწაკა გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • შაქარი 1 ჩაის კოვზი
  • ვაშლის ძმარი 2 სუფრის კოვზი
  • წყალი 75მლ

მომზადება

1.გაასუფთავეთ წითელი ხახვი, დაჭერით ნახევარწრებად და მოათავსეთ ჯამში. დაუმატეთ მარილი, შაქარი, ვაშლის ძმარი, წყალი, მოურიეთ და დასამწნილებლად დატოვეთ 10-15 წუთით.

2.მოხარშეთ ფილე, გააგრილეთ და დაჭერით საშუალო ნაჭრებად.

3.გარეცხეთ მწვანილი, გააშრეთ და წვრილად დაჭერით.

4.მოხარშეთ სტაფილო, გააგრილეთ, გაასუფთავეთ და მსხვილად გახეხეთ.

5.მოხარშეთ კვერცხი, გააგრილეთ, განაცალკევეთ ცილა და გული. ცილა გახეხეთ მსხვილად, ხოლო გული ცალკე გახეხეთ წვრილად.

6.ყველი გახეხეთ წვრილად.

7.ახლა კი შეგვიძლია ავაწყოთ სალათი. საქმის გასამარტივებლად გამოიტენეთ 20სმ დიამეტრის კულინარიული წრე. პირველი ფენა – ქათამი და შემდეგ მაიონეზის ფენა.

8.მეორე ფენად დაალაგეთ მწვანილი, თანაბრად გადაანაწილეთ ზედაპირზე და წაუსვით მაიონეზი.

9.დამწნილებული ხავს მოაშორეთ სითხე და დაალაგეთ შემდეგ ფენად, წაუსვით მაიონეზი. მეოთხე ფენა – მოხარშული სტაფილო. მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით, წაუსვით მაიონეზი.

10.სიმინდს მოაშორეთ სითხე და დაალაგეთ შემდეგ ფენად, ზედაპირზე გადაანაწილეთ თანაბრად და წაუსვით მაიონეზი. ცოტა სიმინდი სალათის გასაფორმებლად შემოინახეთ.

11.შემდეგი ფენა – კვერცხის ცილა, მაიონეზი, გახეხილი ყველი, მაიონეზი, კვერცხის გული. ცოტა ცილა სალათის გასაფორმებლად შემოინახეთ.

12.ახლა კი გავაფორმოთ სალათი. პომიდორი ჩერი გაჭერით შუაში და მტელს პერიმეტრზე დაალაგეთ გაჭრილი გვერდით დაბლა.

13.ზეთისხილი გაჭერით შუაში და სალათზე მოატავსეთ შდა წრით მაღლა.

14.წვრილად დაწერით მწვანილი და მოატავსეთ მესამე წრეზე. მეოთხე წრე – კუბიკებად დაჭრილი ბულგარული.

15.სალათის ცენტრში მოათავსეთ სიმინდი და გახეხილი ცილა.

16.ფრმირებულ სალათ გადააფარეთ საკვბისთვის განკუთვნილი პაკეტი და მოათავსეთ მაცივარშ 2-3 საათით (უმჯობესია მთელი ღამით). მოხსენით პაკეტი და ფორმა, გემრიელად მიირთვით!

ჩაატარეთ ექსპერიმენტები და შეცვალეთ სალათის დეკორი. წითელი წიწაკის ნაცვლად გამოიყენეთ მწვანე ან ყვითელი. ასევე შეგიძლიათ შეცვალოთ ინგრედიენტებიც. მოამზადეთ და ისიამოვნეთ.