სახელი “ფოლი” (FOOL) გადმოცემით მოდის ფრანგული სიტყვიდან FOULER (მოშუშვა) და მე-17 საუკუნიდან მოყოლებული, გამოიყენება იმ დესერტებისთვის, რომლებიც ხილის პიურესა და კრემის ნაზავს წარმოადგენს. გამოიყენეთ ნაკლებცხიმიანი იოგურტი და ნაღები, რათა ამ ჯანმრთელი დესერტის ნაკლებკალორიული ვარიანტი მიიღოთ.
ინგრედიენტები:
- 4 ფინჯანი მოცვი
- 2 სუფრის კოვზი შაქარი
- 1 სუფრის კოვზი წყალი
- 1 ფინჯანი ცხიმიანი ნაღები
- 1 ფინჯანი იოგურტი
- 1/4 ფინჯანი (60 მლ) თაფლი
ულუფა: 4-6
მომზადება: 15 წუთი + 30 წუთი გასაგრილებლად +1-2 საათი გასაცივებლად
დონე: 1
მომზადების წესი:
- მოცვი, შაქარი და წყალი საშუალო ზომის ქვაბით დაბალ ცეცხლზე ადუღეთ, სანამ კენკრა დარბილდება, 5-10 წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან და დადგით გასაგრილებლად, დაახლოებით 30 წუთი.
- საშუალო ზომის ჯამში მიქსერით, მაღალი სიჩქარით კარგად ათქვიფეთ ნაღები. დაუმატეთ თაფლი, შემდეგ იოგურტი და მორევით გაქენით.
- მოცვი ბლენდერში ათქვიფეთ, მიღებული პიურე 2/3 შეურიეთ იოგურტიან ნაზავს.
- ჩაასხით მოცვის ფოლი ჭიქებში და თავზე დარჩენილი მოცვის პიურე დაადეთ.
- 1-2 საათით გააცივეთ.