მოამზადეთ ჰაეროვანი და გემრიელი ნამცხვარი “საჩუქარი დედას” და გაახარეთ თქვენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი

1707

ჩვენ, ქალები, არ ვართ ისეთი სუსტები, როგორადაც პოემებში აღგვწერენ. ნათელი ბავშვობა, სიმყუდროვე სახლში, ქმრის სიმშვიდე და კომფორტი – ეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ტკბილეულითა და ნამცხვრებით ბავშვების გახარება ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს და ქმრის კარგად დანაყრებაც მარტივად გამოგვდის.

რაც შეეხება ჩვენთვის ყველაზე ძვირფას და უახლოეს პიროვნებას, ტორტი “საჩუქარი დედას” ყველაზე მცირე, მაგრამ მაინც სასიამოვნო საჩუქარია, რითაც დედის გახარებას შეძლებთ. სქელი და ჰაეროვანი არაჟნის კრემი რბილ ცომთან ერთად სიმსუბუქის და სიმშვიდის შეგრძნებას მოგანიჭებთ, როგორც ბავშვობაში, მშობლების მკლავებში. ამ ტორტის გამოცხობა არ არის აუცილებელი მხოლოდ 8 მარტს, რადგან თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურადაა ქალი და დედა.

ინგრედიენტები

  • 280 გრ ხორბლის ფქვილი
  • 6 ც კვერცხი
  • 0,5 ჩ.კ. ლიმონმჟავა
  • 800 გრ არაჟანი
  • მწიკვით მარილი
  • 420 გრ შაქარი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 1 ს.კ. კაკაოს ფხვნილი
  • 2 მწიკვი მარილი

მომზადების წესი

1. ათქვიფეთ კვერცხი მიქსერით. თანდათან დაუმატეთ 220 გრ შაქარი და არ შეწყვიტოთ ათქვეფა. შემდეგ დაუმატეთ ლიმონმჟავა, მწიკვით მარილი და სოდა. სულ ბოლოს თანდათან დაუმატეთ გაცრილი ფქვილი.

2. ათქვიფეთ, სანამ ცომი ერთგვაროვანი არ გახდება. მზა მასა გაყავით სამ ნაწილად. 22, 24 ან 26 სმ დიამეტრის მქონე საცხობ ფორმაში მოათავსეთ პერგამენტი და მასის ერთი ნაწილი მასში ჩაასხით. ცომის ზედაპირი გაათანაბრეთ.

3. გამოაცხვეთ ფენა 8-10 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე. ამ დროის განმავლობაში ცომის მეორე ნაწილს დაუმატეთ კაკაოს ფხვნილი და კარგად მოურიეთ. შოკოლადიანი და თეთრი ცომი ჩაასხით საკონდიტრო ტომარაში (ან ნახვრეტებიან პაკეტში).

4. საცხობ ლანგარზე დააფინეთ პერგამენტი და საკონდიტრო ტომარით შავი და თეთრი ცომისგან 30 “წვეთი” გააკეთეთ. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 8-10 წუთით. სანამ “წვეთები” ცხვება, მოამზადეთ კრემი: მიქსერით ათქვიფეთ არაჟანი შაქართან და ვანილთან ერთად.

5. ტორტის ფენას 5 სუფრის კოვზით კრემი კარგად წაუსვით და მთელ ზედაპირზე გადაანაწილეთ. ზემოდან დაალაგეთ შოკოლადის ორცხობილები (წვეთები), შემდეგ ისევ კრემი წაუსვით. ახლა კი ორივე ფერის ორცხობილა დაალაგეთ ზემოდან და ტორტის გვერდებზეც პარალელურად.

6. კრემის ზემოდან თეთრი ორცხობილები დაალაგეთ და გააგრძელეთ ორცხობილების ასეთი მონაცვლეობა, სანამ ინგრედიენტები არ დაგიმთავრდებათ. მზა ტორტი შეინახეთ მაცივარში 3-4 საათით.

როცა ტორტი კარგად გაცივდება, ტორტის კუთხეები შეგიძლიათ დაფშვნილი ორცხობილას ნამცეცებით ან ქოქოსის ფანტელით გააფორმოთ. ეს ჰაეროვანი დესერტი თავისი ორიგინალური ვიზუალის წყალობით ძალიან მოუხდება ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას. თუმცა, ნუ დაელოდებით განსაკუთრებულ დღეებს და შემთხვევებს და რაც შეიძლება ხშირად გაახარეთ ყველაზე ახლო ადამიანი ამ ტორტით!