ხორცის ბურთულები ტომატის არომატულ სოუსში იდეალური კერძია სადილისთვის. ჩვენ გთავაზობთ მისი მომზადების მეთოდს.
ინგრედიენტები
- 1 კგ ძროხის რბილი ხორცი
- 1 კგ ძროხის ხორცი
- 700 გრ თეთრი პური
- 1200 გრ ხახვი
- 2 ც სტაფილო
- 500 გრ ტომატი
- 1 ც კვერცხი
- 2 ლ წყალი
- 1 ც დაფნის ფოთოლი
- 2 ს.კ. ფქვილი
- 100 მლ მცენარეული ზეთი
- 100 გრ პურის ნამცეცები
- 50 გრ ნიახურის ფესვი
- მარილი გემოვნებით
- მწიკვი პროვანსალური მწვანილი
მომზადების წესი
- თავდაპირველად მოამზადეთ ბულიონი სოუსისთვის. მსუბუქად შეწვით ძროხის ძვლები მშრალ ტაფაზე, სანამ ღია ყავისფერი არ გახდება. გადაიტანეთ ქვაბში, დაასხით წყალი და აადუღეთ. მოაშორეთ ქაფი და დაუმატეთ 1 ც სტაფილო, ნიახურის ფესვი, 700 გრ ხახვი, მწიკვით პროვანსალური მწვანილი და მარილი გემოვნებით. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე სამი საათის განმავლობაში.
- რბილი ხორცი, წყალში ჩამლბარი პური და ერთი ცალი ხახვი გაატარეთ ხორცის მანქანაში. დარჩენილი ხახვი მსუბუქად შეწვით.
- შემწვარი ხახვი დაუმატეთ ფარშს, შემდეგ დაუმატეთ კვერცხი, მარილი და პილპილი (სურვილისამებრ). კარგად აურიეთ და შემდეგ ფარშისგან პატარა ზომის ბურთულები გააკეთეთ, ბოლოს კი პურის ნამცეცებში ამოავლეთ.
- ხორცის ბურთულები შეწვით ორივე მხარეს, მაღალ ცეცხლზე, შემდეგ კი ღრმა საცხობ ლანგარზე დაალაგეთ.
- მოამზადეთ სოუსი. წვრილად დაჭერით 300 გრ ხახვი და 1 ც სტაფილო, შემდეგ კი შეწვით. განცალკევებით მშრალ ტაფაზე შეწვით ფქვილი, რომ მიიღოს ოქროს ფერი. ხოლო ცალკე ტაფაზე შეწვით ტომატი ზეთში.
- ქვაბში შეურიეთ შემწვარი სტაფილო, ხახვი და ტომატი, დაასხით 1,5 ლ გაფილტრული ბულიონი და მოდუღების შემდეგ დამატებით 20 წუთი კვლავ ადუღეთ.
- ჩაყარეთ ჭიქაში შემწვარი ფქვილი, დაასხით ცივი ბულიონი და მოურიეთ. ფრთხილად დაუმატეთ გახსნილი ფქვილი მდუღარე სოუსს. კარგად მოურიეთ, შემდეგ კი დაუმატეთ დაფნის ფოთოლი და ადუღეთ 10 წუთით. სოუსი მზადაა.
- საცხობ ლანგარზე მოთავსებული ბურთულები დაფარეთ სოუსით და მოათავსეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, აცხვეთ 40 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!