კარგმა მზარეულებმა იციან, რომ ხორცისა და ხილის კომბინაციით ძალიან გემრიელი და არომატული კერძები მზადდება.
ალუბლის წვენი ხორცს არაჩვეულებრივ სიფაფუკესა და პიკანტურ გემოს შესძენს. ეს კერძი აუცილებლად დაიმსახურებს ნებისმიერი გურმანის მოწონებას.
ინგრედიენტები
- 500 გრ ძროხის ხორცი
- 300 გრ ალუბალი (კურკების გარეშე)
- 2 ს.კ. სოიოს სოუსი
- მწიკვით შაქარი
- 2-3 კბილი ნიორი
- 2 ღერო როზმარინი
- 1 ც ცხარე პილპილი
- მარილი გემოვნებით
- მცენარეული ზეთი შესაწვავად
მომზადების წესი
- ცივ წყალში გარეცხეთ ხორცი, გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცზე და დაჭერით საშუალო ზომის კუბებად.
- ტაფაზე გააცხელეთ მცენარეული ზეთი და დაალაგეთ მასზე დაჭრილი ხორცი. კარგად შეწვით იგი, დრო და დრო მოურიეთ. შემდეგ შეამცირეთ ცეცხლის სიმძლავრე, დაუმატეთ ხორცს ცოტაოდენი წყალი და მოთუშეთ 30 წუთის განმავლობაში.
- სანამ ხორცი ითუშება, მოამზადეთ სოიოს სოუსი. ცხარე პილპილს გამოაცალეთ შიგთავსი და გაჭერით შუაზე.
- დაჭერით პილპილი ნახევარ რგოლებად, შემდეგ კი შეწვით ცოტაოდენ ზეთში.
- პილპილს დაუმატეთ მთლიანი უკურკო ალუბალი და ერთად შეწვით.
- შემდეგ დაუმატეთ მარილი და შაქარი. მოურიეთ და მოთუშეთ 5 წუთით.
- დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, სოიოს სოუსი და როზმარინი და კვლავ მოთუშეთ რამდენიმე წუთით.
- გადაიტანეთ ალუბლის სოუსი ხორციან ტაფაზე და მოთუშეთ 10 წუთით.
გემრიელად მიირთვით!