შელპეკები – ტრადიციული ყაზახური კერძია, რომელსაც რამდენიმე სახეობა აქვს. ჩვეულებივ, მას 7 ან 9 ცალს ამზადებენ. შელპეკების მოსამზადებლად მხოლოდ სამი ინგრედიენტია საჭირო, ცომისთვის კი საფუარი სულაც არ გჭირდებათ.
შელპეკები ტაფაზე რამდენიმე წამის განმავლობაში მზადდება, შიგნიდან კი იგი ცხიმიანი არ არის, რადგან ცომი არ იწოვს ცხიმს.
ყაზახური შელპეკები საფუარის გარეშე
დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ სწრაფი ფირფიტები საფუარის გარეშე. მათ შესაწვავად მხოლოდ 12 წამი გჭირდებათ!
ინგრედიენტები
- 500 გრ ფქვილი
- 200-220 მლ წყალი
- 1 ჩ.კ. მარილი
- მცენარეული ზეთი შესაწვავად
მომზადების წესი
1. თასში შეურიეთ ერთმანეთს თბილი წყალი და მარილი, მოურიეთ. გაცერით ფქვილი და დაასხით მარილიანი წყალი.
2. მოზილეთ ცომი, დააფარეთ ხელსახოცი და ნახევარი საათით თბილ ოთახში გააჩერეთ.
3. კვლავ მოზილეთ ცომი და 7 ან 9 ნაწილად გაჭერით, თითოეული დაამრგვალეთ, გადააფარეთ საკვები ცელოფანი და კიდევ 20 წუთით გააჩერეთ.
4. ცომის თითოეული ბურთი დაახლოებით 3 მმ სისქის ფირფიტად გაიყვანეთ.
5. თითოეული ფირფიტა შეწვით ძალიან ცხელ ზეთში 5-6 წამის განმავლობაში თითო მხარეს.
6. მზა ფირფიტები ქაღალდის ხელსახოცზე დაალაგეთ, რომ მოაშოროთ ზედმეტი ცხიმი.
სულ ესაა, ყაზახური შელპეკები საფუარის გარეშე მზადაა. გემრიელად მიირთვით!
ყაზახური შელპეკები გამოდის ხრაშუნა, მადისაღმძვრელი და ძალიან გემრიელი. ისინი შეგიძლიათ პურის ნაცვლად გამოიყენოთ ან ჩაისთან მიირთვათ. აუცილებლად მოამზადეთ, ნამდვილად არ ინანებთ!