მოამზადეთ უგემრიელესი არაჟნის ტორტი ტაფაზე, სულ რამდენიმე წუთში

1429

თუ თქვენ ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომ გემრიელი ნამცხვრის მომზადებას დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება, მაშინ უბრალოდ არ გაგისინჯავთ ეს შესანიშნავი არაჟნის დესერტი. იმისთვის, რომ ამ გემრიელობით დატკბეთ, ღუმელის გაცხელებაც კი არ გჭირდებათ, ფენები პირდაპირ ტაფაზე რამდენიმე წუთში მზადდება.

ინგრედიენტები

  • 200 გრ არაჟანი
  • 380 გრ ხორბლის ფქვილი
  • 350 გრ ყველი რიკოტა
  • 1 ც ლიმონი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 1 ს.კ. ვანილის შაქარი
  • 180 გრ შაქარი
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 150 მლ შედედებული რძე
  • 30 გრ შავი შოკოლადი
  • 1 ს.კ. ძმარი

მომზადების წესი

1. ღრმა თასში ათქვიფეთ არაჟანი ვანილის და ჩვეულებრივ შაქართან ერთად. დაუმატეთ ძმარში გახსნილი სოდა, ზეითუნის ზეთი და ფქვილი. მოზილეთ ელასტიური ცომი და გაყავით 4 ნაწილად.

2. თითოეული ნაწილი გაიყვანეთ 0,5-0,7 მმ სისქის მრგვალ ფირფიტად. თეფშის მეშვეობით ცომიდან გამოჭერით სასურველი ზომის წრე. ცომის ნარჩენები შეაერთეთ, კარგად გაიყვანეთ და იგივე გაიმეორეთ. შედეგად უნდა გამოგივიდეთ 6 თანაბარი ზომის ფირფიტა.

3. რამდენიმე ადგილას დაჩხვლიტეთ ფირფიტები ჩანგლით და შეწვით მშრალ ტაფაზე, ზუსტად ისე, როგორც ქვემოთ ვიდეოშია ნაჩვენები. ცომმა ოდნავ უნდა შეიცვალოს ფერი ორივე მხარეს.

4. აცადეთ ფირფიტებს გაცივება, ამ დროის განმავლობაში კი კრემი მოამზადეთ: ღრმა ჭურჭელში შეურიეთ ერთმანეთს ყველი რიკოტა, შედედებული რძე, ლიმონის წვენი და ცედრა. ათქვიფეთ ინგრედიენტები სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.

5. მიღებული კრემი წაუსვით ფირფიტების ზედაპირს და კუთხეებს.

6. გააფორმეთ ტორტი გახეხილი შოკოლადითა და ნუშის ფანტელით. ტორტის კიდეები შეგიძლიათ გააფორმოთ დაფშვნილი ორცხობილებით.