სახლში მომზადებული, ჯანსაღი ბანანის ნაყინისთვის მხოლოდ ბანანი და შებამისი ინგრედიენტები დაგვჭირდება.
ინგრედიენტები:
- 6 დიდი კვერცხის გული
- 1/3 ფინჯანი (70 გ) შაქარი
- 3 დიდი მწიფე ბანანი, დასრესილი
- 3 სუფრის კოვზი თაფლი
- 300 მლ ცხიმიანი ნაღები
- 1 ფინჯანი რძე
- 1 ჩაის კოვზი ჯავზი
მომზადების წესი:
- საშუალო ზომის ჯამი გააცივეთ საყინულეში.
- შემდეგ მასში მიქსერით ათქვიფეთ კრემისებური გოგლიმოგლი.
- დაუმატეთ ბანანი და თაფლი, მოურიეთ.
- მოათავსეთ ნაღები, რძე და ჯავზი საშუალო ზომის ქვაბში, შემოდგით საშუალო ცეცხლზე და ადუღებამდე მიიყვანეთ.
- თანდათან ჩაუმატეთ ეს მასა კვერცხის გულის ნაზავს, თან ურიეთ.
- ჩააბრუნეთ ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე, ურიეთ ოდნავ შესქელებამდე. ნუ აადუღებთ.
- გადმოიღეთ ცეცხლიდან და ჩაასხით ნაყინის აპარატში და თქვიფეთ ინსტრუქციის მიხედვით.
- გადაიტანეთ ყინვაგამძლე კონტეინერში და გაყინეთ.
ულუფა: 4
მომზადება: 20 წუთი +30 წუთი გასაცივებლად +დრო დანადგარისთვის
დონე: 1