უხხ, დღეს მოვამზადებთ უგემრიელეს დესერტს, რომელიც ძალიან მოგეწონებათ.
ინგრედიენტები ცომისთვის
- 500გ ფქვილი
- 250მლ რძე
- 70გ შაქარი
- კვერცხი
- 30გ კარაქი
- 20გ მცენარეული ზეთი
- 7გ მშრალი საფუარი
- 0,5 ჩაის კოვზი მარილი
- ვანილი
- 4 ვაშლი
კრემი
- 500მლ ნაღები 20%
- 50გ სახამებელი
- 2 ცილა ან 1 კვერცხი
- 100გ შაქარი
- 15გ ვანილი
- მარილი
დეკორისთვის
- 150გ ნიგოზი
- 90გ შოკოლადი
- 30გ კარაქი
მომზადება
1.ცომი
პირველ რიგში გაცერით საფუარი და ფქვილი. გაალღვეთ კარაქი, თბილ რძეში გაალღვეთ შაქარი, ვანილი და მარილი. ფქვილის მასას დაუმატეთ ზეთი, ფქვილი, რძე. ჩატეხეთ კვერცხი და მოზილეთ ცომი.
2.ჯამს წაუსვით ზეთი, მოათავსეთ ცომი და დააფარეთ პაკეტი. დაელოდეთ 2 საათი.
3.კრემი
ვანის დაუმატეთ 2 კვერცხის გული ან 1 კვერცხი. ეს მასა შეაერთეთ სახამებელთან და დაასხით ნაღები. ეს მასა მოათავსეთ ცეცხლზე, ურიეთ, გაასქელეთ და აადუღეთ 2 წუთი. მზა კრემი გადაიტანეთ ჯამში და დააფარეთ თავზე.
4.დასვენებული ცომი ჩაზილეთ და დაელოდეთ 10 წუთი. გააბრტყელეთ ცომი და მოათავსეთ ფორმაზე. დაელოდეთ 40 წუთი.
5.დაჭერით ვაშლი, გადაანაწილეთ ცომზე თანაბრად. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 25 წუთი.
6.აწყობა და გაფორმება
წაუსვით კრემი. მოხალეთ ნიგოზი და დააქუცმაცეთ. მოაყარეთ კრემს. მოასხით კარაქის და შოკოლადის მინანქარი.
გემრიელად მიირთვით!